ნასას მიერ შერჩეული 13 პერსპექტიული პროექტიდან, რომელთა რეალიზაცია არსებული მეცნიერული არქიტექტურის შეცვლასა და ნოვატორული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, ორი – ორგანზომილებიანი კოსმოსური აპარატებისა და ასტეროიდების გადაიარაღებას ეხება(nasa).
ასტეროიდის გადასაკეთებლად, შერჩეულ ციურ სხეულზე, რობოტი უნდა გაიგზავნოს, რომელიც ამ ობიექტის გარდაქმნას, ასტეროიდზევე არსებული რესურსების გამოყენებით მოახდენს. მომავალში კი ადამიანები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებენ მას.
ორგანზომილებიან აპარატებს, სამგანზომილებიანი ობიექტების გარშემო შემოხვევა შეუძლია. მათი საშუალებით დაბალი ორბიტების გაწმენდა და კოსმოსური ნაგვისგან თანამგზავრების დაცვა მოხდება(კოსმოსში არსებულმა ნაგავმა შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვიქმნას!). მეორე იდეა, გადაპროგრამირებადი ორგანიზმებია. ისინი მარსზე გაიგზავნება და ამ პლანეტის კოლონიზაციაში დაგვეხმარება.
მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული ინიციატივების მხარდაჭერას, მოწინავე ტექნოლოგიების კვლევის ნასასეული ინსტიტუტი ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ფინალისტებმა 100 ათასი დოლარი მიიღეს. იმ შეთხვევაში, თუ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმატებულად ჩაივლის, მეორე ეტაპის მსვლელობისას შერჩეული მონაწილეები 500 ათას დოლარს მიიღებენ.
პერსპექტიული კვლევების შერჩევასა და მხარდაჭერას ეს ინსტიტუტი 2011 წლიდან ატარებს. ნასას ექსპერტთა აზრით, ზოგიერთი პროექტი გადაჭარბებულად ფანტასტიკურია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი განხორციელება მომავალშიც შეუძლებელი იქნება.