ვარსკვლავური მტვერი სატურნთან

 სატურნის ორბიტაზე არსებულმა თანამგზავრმა – „კასინი“, ვარსკვლავთშორისი მტვრის მიკროსკოპული მარცვლები აღმოაჩინა(esa).

 2004 წლიდან დაწყებული, აპარატმა მტვრის 36 მარცვალი შეაგროვა, რომლებიც, მეცნიერთა აზრით, ვარსკვლავთშორისი მტვრის ნაწილაკები უნდა იყოს, რაზეც მათი მოძრაობის უჩვეულო მიმართულება და სიჩქარე მიუთითებს – 72 ათასი კილომეტრი საათში.

 ენცელადიდან ამოფრქვეულ ნაწილაკებს მცირე სიჩქარე და გარკვეული მიმართულება აქვს. მზის სისტემაში შემოჭრილი ნაწილაკების სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ პლანეტებისა და მზის გრავიტაცია მათ გამოჭერას ვერ ახერხებს.

kasinim varsk nawilakebi agmoachina

 ასეთი მტვერი, სხვა თანამგზავრებმაც აღმოაჩინეს – „ულისი“ და „გალილეო“, ხოლო „კასინიმ“ მათი ქიმიური შემადგენელიც დაადგინა. ყველა მარცვალს ერთნაირი შემადგენელი აქვს და არა ყინულოსგან შედგება, როგორც ითვლებოდა, არამედ ქანების წარმომქმნელი ელემენტებისგან – მაგნიუმი, სილიციუმი, რკინა, კალციუმი, გოგირდი და ნახშრბადი(ბოლო ორი, შედარებით მცირე რაოდენობით).

 ვარსკვლავთშორისი მტვერი, მეტეორიტებშიც არის აღმოჩენილი, თუმცა, განსხვავებული ქიმიური შემდგენლობით. ასტრონომთა აზრით, ამის მიზეზი ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებით წარმოქმნილი დარტყმითი ტალღებია, რაც მტვრის რეგულარულ გაბნევას იწვევს კოსმოსურ სივრცეში. ამიტომაც აქვს ამ მარცვლებს ასეთი ერთნაირი და უნიკალური შემადგენელი.

 მისია – „კასინი-ჰიუიგენსი“, ა.შ.შ-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია. მისი მიზანია, სატურნის, მისი რგოლებისა და უდიდესი თანამგზავრის, ტიტანის კვლევა. მისიის სტარტი 1997 წლის 15 ოქტომბრს მოეწყო, ხოლო სატურნის ორბიტაზე ის 2004 წლის 1 ივლისს გავიდა. იმავე წლის 25 დეკემბერს, თანამგზავრს გამოეყო დასშვები ზონდი „ჰიუიგენსი“, რომელიც 2005 წლის 14 იანვარს ტიტანზე დაჯდა(„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.