ასტროფიზიკოსებმა, რებეკა მარტინმა და მარიო ლივიომ (ნევადას უნივერსიტეტი რინოში, ა.შ.შ.), მზის სისტემაში სუპერდედამიწების (დედამიწაზე მასიური, ხოლო გაზის გიგანტებზე მსუბუქი კლდოვანი პლანეტა) არ არსებობისა და მერკურის ორბიტის შიდა სივრცის გასუფთავების მექანიზმის ახსნა წარმოადგინეს (arxiv.org).
ასტროფიზიკოსებმა, ვარსკვლავის გარშემო პროტოპლანეტურ დისკოზე ტურბულენტობის ზემოქმედება შეისწავლეს. სუსტი ტურბულენტობის პირობებში, მნათობთან ახლოს, სუპერდედამიწების ჩამოყალიბება შესაძლებელია. თუ ციური სხეული მნათობიდან შორს ყალიბდება, ვარსკვლავთან მისი მიახლოება პროტოპლანეტური დისკოს სქელი ფენებით არის შეზღუდული.
მცირე ტურბულენტობის ზონების არ არსებობისა და პროტოპლანეტური დისკოს დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, სუპერდედამიწები უშუალოდ ვარსკვლავთან ახლოს შეიძლება ჩამოყალიბდეს, რაც მისი ორბიტის ახლო სივრცის გაწმენდის მიზეზიც იქნება. ასეთი ციური სხეულების ევოლუცია ვარსკვლავზე დაცემით მთავრდება. მზესა და მერკურის შორის არსებული ცარიელი სივრცის არსებობაც ამით შეიძლება აიხსნას (ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან).
აღმოჩენილი ეგზოპლანეტების მასების დამოკიდებულება მათი ორბიტის ნახევარღერძების სიგრძეზე.
მეცნიერებმა, მზის სისტემაში სუპერდედამიწების წარმოქმნის სცენარიც განიხილეს. ვარსკვლავთა უმრავლესობის გარშემო, სუპერდედამიწები მცირე მანძილებზე მოძრაობს, მზის სისტემში კი ასეთი ობიექტები საერთოდ არ არის (ჰიპოთეტური პლანეტა Х, რომელიც სუპერდედამიწობის კანდიდატია, მზიდან ძალიან შორს უნდა იყოს – პლანეტა X მზის სისტემის კიდეზე; ეგზოპლანეტა მზის სისტემაში; კიდევ სუპერდედამიწების შესახებ).