გამჭვირვალე ალუმინი რეალობად იქცა

 კაცობრიობის პროგრესმა სამეცნიერო–პოპულარული ფანტასტიკის პროდუქტი რეალობად აქცია(ubergizmo.com). საუბარია გამჭვირალე ალუმინზე. მინა–ალუმინი პირველად, პოპულარული სერიის – “ვარსკვლავთა ბილიკების” ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა – მოგზაურობა სახლისკენ(კლიპი). დღეს კი შეერთებული შტატების საზღვაო–კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერის, დოქტორ იას სანგერას დამსახურებით (US Naval Research Laboratory scientist Dr. Jas Sanghera) ის, სამრეწველო პროდუქტად იქცა – ”ეს მინერალია, მაგნიუმის ალუმინატი. მინა–ალუმინი წარმოუდგენლად გამძლე მასალაა, მოქნილი და არამსხვრევადია, არაჩვეულებრივად გვიცავს არასტუმართმოყვარე გარემოსაგან , შეიძლება ითქვას, რომ ქვიშით და წვიმით გამოწვეული ეროზია არავითარ გავლენას არ ახდენს მასზე” – ამბობს სანგერა.

aluminum gamchv 1

 თავისი საოცარი მოქნილობის წყალობით მინა–ალუმინი ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო თხელ ფენებამდე დაიყვანება, რაც სანახაობრივადაც და ოპტიკურადაც ძალიან მომგებიანია: წარმოიდგინეთ წონისადმი ძალიან მგრძნობიარე ისეთი პლატფორმები, როგორიცაა ავტონომიურად მართვადი რობოტები, ანუ – დრონები (UAV – unmanned autonomous vehicles); ან სკაფანდრები და დამცავი ეკრანები, თქვენ შეძლებთ წარმოიდგინოთ, თუ როგორი სამრეწველო–ტექნოლოგიური გადატრიალების მომსწრენი შეიძლება ვიყოთ.

 “მინა–ალუმინის წარმოება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. გაცხელებულ ნანოტექნოლოგიურ ფხვნილს ვაკუუმში, პრესის ქვეშ ვათავსებთ. ამ დროს მთავარია ჰაერის ბუშტები ბოლომდე იქნას გამოდევნილი. და თუ ყველაფერს სწორად წარვმართავთ, უნაკლო, გამჭვირვალე პროდუქტს მივიღებთ”– ამბობს სანგერა.

 პრესიდან გამოღების შემდეგ მინა–ალუმინის დაფას სასურველ ფორმებად ჭრიან და აპრიალებენ, რომ სხვადასხვა ნაკეთობა დაამზადონ. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი – ტყვიაგაუმტარი მინით დაწყებული, სმარტფონებისა და საათების საფარი მინით დამთავრებული. ისღა დაგვრჩენია, წარმოების ფასის დაკლებას ველოდოთ.

httpv://youtu.be/LkqiDu1BQXY

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

 

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.