კაცობრიობა, ერთი ბუნებრივი თანამგზავრის მქონე პატარა პლანეტაზე ცხოვრობს, რომელიც შვიდ სხვა პლანეტასთან და ციური სხეულების ურიცხვ რაოდენობასთან ერთად, ყვითელი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარებულიყო, როგორი იქნებოდა მზის სისტემა?
მაგნიტური ველი რომ შეენარჩუნებინა, წითელი პლანეტა, დედამიწას დაემსგავსებოდა. მის ზედაპირზე ოკეანეები იქნებოდა და ალბათ, სიცოცხლეც. არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც, მართლაც ასეც იყო.
უმთვარო დედამიწის შემთხვევაში, კიდევ უფრო ბნელი ღამეები გვექნებოდა, სუსტი მიქცევები და მოქცევები, არასტაბილური კლიმატი. საერთოდაც რომ არ იყოს მთვარე, ჩვენი პლანეტა უფრო სწრაფად იტრიალებდა, გვექნებოდა 8 საათიანი დღე-ღამეები და 1000 დღიანი წელიწადი(რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?).
ჩვენი სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას, იუპიტერს, დრო და ”ძალისხმევა” არ ეყო, რომ ყავისფერი ჯუჯას ტიპის ვარსკვავად ჩამოყალიბებულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მის გარშემო ქაოსი გამეფდებოდა, რაც დედამიწაზეც დამღუპველად იმოქმედებდა(იუპიტერი, დედამიწისეულ ყოფაზე ზემოქმედებს).
საწინააღმდეგოდ ბრუნვის შემთხვეავში, მზე დასავლეთიდან ამოვიდოდა და აღმოსავლეთით ჩავიდოდა. შეიცვლებოდა ქარების მიმართულება და კლიმატი. ზღვების მხრიდან მოსული თბილი ქარების ნაცვლად, ევროპა, ციმბირიდან მქროლი ცივი ქარების ტყვეობაში აღმოჩნდებოდა.
დედამიწასა და მარსს რომ ადგილები გაეცვალათ, წითელი პლანეტა გათბებოდა, ხოლო დედამიწა მთლიანად გაიყინებოდა.
მზის სისტემა რომ გალაქტიკის ცენტრთან ახლოს იყოს? ცა, რამდენიმე სინათლის კვირისა და არა წლის მანძილზე მდებარე მილიონობით ელვარე ვარსკვლავით იქნებოდა გადაჭედილი.
ორი მზის სისტემაში რომ ვცხოვრობდეთ? დღეები დამოკლდებოდა, წყლის რაოდენობა გაიზრდებოდა, ვენერასაც მიეცემოდა თავისი წყლის შენარჩუნების შანსი.
მზე რომ ჩაქრეს? ტემპერატურა ჯერ – 17 0C-მდე შემცირდებოდა, წლის განმავლობაში კი – 73 0C-მდე. ფოტოსინთეზის შეწყვეტის გამო განდგურდებოდა მცენარეული საფარი, ოკეანეები გაიყინებოდა, გაქრებოდა ჟანგბადის წყარო. საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი ადამიანისთვის, იქნებოდა, მაგალიათად, ატომური წყალქვეშა ნავები.
ზემასიურ შავ ხვრელთან შეჯახების შემთხვავაში, მისი გრავიტაციული ველი არა მარტო დედამიწას, არამედ მთელ მზის სისტემას გაგლეჯდა. ქაოსის გამოწვევა და თავიანთი ორბიტებიდან პლანეტების გადაგდება, მცირე მასის შავ ხვრელსაც თავისუფლად შეუძლია.