2016 წლის 17 იანვარს, ჩრდილოეთის ცაზე მოძრავი კომეტა – კატალინა(C/2013 US10), 6 სინათლის წუთის მანძილზე მოუახლოვდა დედამიწას. ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან გადაღებულ ფოტოზე, კარგად ჩანს მისი მტვროვანი და იონური კუდები, ხოლო თვითონ კომეტა მცირე ხნით, მესეს სტილში პოზირებდა, მოხვდა რა მხედველობის ერთ ხაზზე ობიექტთან – M101, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარე დიდ სპირალურ გალაქტიკას წარმოადგენს. 27 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კოსმოსური ბზრიალა M101(ბზრიალა გალაქტიკა M101. ასევე დავით დვალის მიერ გადაღბული ფოტოთი), ირმის ნახტომზე ორჯერ დიდია. კომეტაც და გალაქტიკაც საკმარისად ელვარეა იმისათვის, რომ ბინოკლით შეიარაღებულებმა დაინახოთ. კატალინამ, მზის სისტემის გარე ნაწილისკენ დაიწყო მოძრაობა და უახლოეს თვეებში სულ უფრო ძნელი შესამჩნევი გახდება(კიდევ კატალინას შესახებ).
კატალინა და M101
Posted by