გავარვარებული პლაზმა, რომელსაც მაგნიტური ველის მარყუჟები ინარჩუნებს, მზის აღმოსავლეთ ჰორიზონტზე 16 სექტემბერს აღიმართა. გიგანტური პროტუბერანცის ფოტო, სამოყვარულო ტელესკოპით არის გადაღებული, ვიწროზოლიანი ფილტრის გამოყენებით, რომელიც იონიზირებული(გაზის იონიზაცია) წყალბადის გამოსხივებას გამოყოფს. ამ დამაგნიტებული პლაზმის ღრუბლის ზომა დაახლოებით 600 ათასი კილომეტრია, იუპიტერზე 4-ჯერ, ხოლო დედამიწაზე 46-ჯერ დიდი. ასეთი ფორმის გამო, მას ”ცოცხალ ღობესაც” უწოდებენ. უზარმაზარი სტრუქტურა არასტაბილურია და კორონალური ამონაფრქვევის სახით შეიძლება აფეთქდეს(მზე).
შემზარავი პროტუბერანცი მზეზე
Posted by