ატმოსფერული წნევა ჯუჯა პლანეტის ზედაპირთან 100 000-ჯერ ნაკლებია დედამიწისეულზე და ორჯერ ნაკლები აქამდე ნავარაუდევზე. წნევის მაჩვენებლის ასეთ სხვაობას მეცნიერები იმით ხსნიან, რომ წინა გაზომვების მერე ატმოსფეროს გაზების ნახევარი მყარ მდგომარეობაში გადავიდა და ზედაპირზე დაილექა. პლანეტოლოგთა თქმით, ეს პროცესები ახლაც გრძელდება.
იქაური ამინდის მერყეობა, როგორც დედამიწაზე, ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე დაცემული მზის გამოსხივებით არის განპირობებული. ულტრაიისფერი გამოსხივება ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული მეთანის დაშლასა და უფრო რთული ნახშირწყლების წარმოქმნა იწვევს(ეთილენი და აცეტილენი). შემდეგ, ეს ნივთიერებები პატარა მყარ ნაწილაკებად იკრიბება და ზედაპირზე თოვლის სახით ცვივა, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება თოლინებად გარდაქმნის მას(მძიმე ნახშირწყლები, შემდგარი ნახსირბადისგან, წყალბადისა და აზოტისგან). სწორედ ეს ნაერთები აძლევს პლუტონს მოწოთალი შეფერილობას.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=q6XzpJKl8DU
ღრმულები(კრატრები და არხები) გაყინული აზოტითაა შევსებული, მთლიან ზედაპირზე კი ის არაერთგვაროვნადაა განაწილებული. პლუტონის ”გულზე” ყინულის ჭარბი რაოდენობაა, დანარჩენ ეკვატორისპირა ტერიტორიაზე კი არა. ძალიან ბევრი ყინულია პოლუსებზე, ხოლო შუალედურ განედებზე, მისი ზომიერი რაოდენობაა.
მოძრავი ყინულები პლუტონზე.
httpv://youtu.be/0AbiygSo478
“ახალი ჰორიზონტები” პლატო სპუტნიკისა და ჰილარის მთების თავზე მიფრინავს.
პლატო სპუტნიკის ზედაპირი გაყინული აზოტით, ნახშირჟანგითა და მეთანით არის დაფარული, ხოლო გულის სამხრეთით(რეგიონი ქთულხუ) მდებარე უძველესი კრატერები ახლად წარმოქმნილი ყინულით(მისია ”ახალი ჰორიზონტები”).