ეს კომეტა, მოულოდნელად, ბევრად უფრო ელვარე გახდა. პროგნოზების მიხედვით, კომეტა C/2014 Q1 (PanSTARRS), რომელიც 2014 წელს აღმოაჩინეს, რამდენიმე დღის განმავლობაში შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება, დედამიწის ზოგიერთი რეგიონებიდან მზის ჩასვლის თანავე. კომეტამ უკვე შემოუარა მზეს და როგროც ჩანს, საკმაოდ ცოტა გაზი და მტვერი დაკარგა. ახლა იგი უახლოეს შესაძლო მანძილზეა დედამიწიდან, რაც, რა თქმა უნდა, მის ხილულ ელვარებაზე, კუთხურ ზომასა და გრძელ კუდზე აისახება. კარგად ჩანს კუდის მოკლე, მოთეთრო მტვროვანი და გრძელი მოცისფრო იონური ნაწილი, რომელიც იმ წუთას ჩასული მზისკენ მიუთითებს. დღეს, კომეტა PanSTARRS სულ რაღაც 7 გრადუსით მიუახლოვდება ელვარე იუპიტერს. მზესთან სიახლოვის გამო, მისი დანახვა ჩამავალი მნათობის სხივებით განათებულ საღამოს ცაზე ბინოკლით ან ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოზე იქნება შესაძლებელი(კომეტები).
კომეტა PanSTARRS და ნახევარმთვარე
Posted by