კოლაბორაცია LHCb-ს ფიზიკოსებმა, დიდ ადრონულ კოლაიდერზე(დაკ) ჩატარებული ექსპერიმენტებით, ოთხი კვარკისა და ერთი ანტიკვარკისგან შემდგარი უნიკალური ნაწილაკი – პენტაკვარკი აღმოაჩინეს. 4,5 გიგაელექტრონვოლტამდე ენერგიის მქონე ახალი ნაწილაკები, 8 ტერაელექტრონვოლტ ენერგიაზე პროტონების(პროტონის შიგნით) შეჯახებების შედეგად გამოავლინეს. აღმოჩენის სანდოობის სტატისტიკური მაჩვენებელი 9 სიგმას(სტანდარტული გადახრა სტატისტიკურ ანალიზში) შეადგენს.
ადრე მეცნიერებისთვის მხოლოდ ორი(მეზონები) და სამი კვარკისგან(ბარიონები) შედგენილი ადრონები იყო ცნობილი, ხოლო აღმოჩენილი პენტაკვარკი ორი ზედა, ერთი ქვედა, ერთი ”მომხიბვლელი” და ერთი ანტიკვარკისგან შედგება(მოკლედ კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ).
თეორიული მოდელის მიხედვით, პენტაკვარკი შეიძლება წარმოიქმნას ან როგორც ხუთკვარკიანი შეკრული ადრონი ან სუსტად დაკავშირებული ბარიონი(ორი ზედა და ერთი ქვედა კვარკი) და მეზონი(მომხიბვლელი კვარკი და ანტიკვარკი).
ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია(CERN), ახლადაღმოჩენილი ნაწილაკის თვისებათა კვლევას აგრძელებს(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ; ტეტრაკვარკი; ტოპ-კვარკი განკითხვის დღეს მოგვიწყობს?!).