2009 წლის აგვისტოში, ატმოსფეროს კვლევითი ცენტრის თვითმფრინავი „გოლფსტრიმ V“, პილოტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, პირდაპირ უჩვეულოდ ძლიერი ჭექაქუხილის ზონაში შეფრინდა. ბორტზე მყოფმა ადმიანებმა ყველაზე უფრო მძაფრი შეგრძნებები მაშინ განიცადეს, როცა ელექტრონულმა მოწყობილობამ ნორმალურად მუშაობა შეწყვიტა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მცირე ხნით გაგრძელდა, ხოლო ამ მომენტში შეგროვებული ყველა მონაცემის ანალიზით გაირკვა, რომ მოწყობილობის ხარვეზებით მუშობის მიზეზი, ანტი-ელექტრონებისგან(პოზიტრონები) წარმოქმნილი საკმაოდ დიდი ზომის ღრუბელი იყო, რომელიც, არსებული თეორიების მიხედვით, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იქ(ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს).
„ის ფაქტი, რომ ჩვენს გარშემო პოზიტრონების რაოდენობა უეცრად ათჯერ გაიზარდა, თვითმფრინავის შემომფარგლავი ღრუბლის გაჩენით, კლასიკური ფიზიკით ვერ აიხსნება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჭექაქუხილი საკმაოდ მძლავრი გამა-ანთებების წყაროა. ეს ანთებები, თავის მხრივ, ელექტრონულ-პოზიტრონულ წყვილებს აჩენს. აქედან გამომდინარე, პოზიტრონების კონცენტრაციის მატება, გამა-ანთებების ინტენსიურობის მატებას უნდა დამთხვეოდა, რაც ჩვენ შემთხვევაში საერთოდ არ მომხდარა“ – ამბობს ჯოზეფ დუაიერი(ნიუჰემფშირის უნივერსიტეტი).
„შვიდი კილომეტრის მერე, მეორე ღრუბელს წავაწყდით. ჩვენმა აპარატურამ მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირა ელვრე გამა-ანთება. თანამედროვე მეცნიერბის თვალსაზრისით, მოვლენების ასეთი მიმდევრობა ვერაფრით აიხსნება“.
ასეთი უნიკალური მოვლენის გაჩნის ერთ-ერთი მიზეზი თვითმფრინავი შეიძლება იყოს, რომელმაც ღრუბლების ელქტრულ წყობაში შეშფოთება შეიტანა და ისეთი ეგზოტიკური განმუხტვის ინიციატორი გახდა, როგორიც ე.წ. ბნელი ელვაა. შეიძლება, სწორედ ამ ელვას კვალი დავაფიქსირეთ, თუმცა მოვლენის ასეთი ახსნა აბსოლუტურად არ გვაკმაყოფილებს“ – ამბობს დუაიერი.
ბნელი ელვა, ატმოსფერული განმუხტვის ეგზოტიკური სახეობაა, ჩვეულებრივის ალტერნატიული ფორმა. ღრუბლებში არსებული უძლიერესი ელექტრული ველები, ერთგვარი ბუნებრივი ამაჩქარებლის როლში გამოდის, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს მაღალ ენერგიებამდე აჩქარებს. შეძენილი ენერგია კი ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილების გაჩენაზე მიდის, რომლებიც ანიჰილირებენ(მატერია-ანტიმატერია, განსხვავება მსგავსება) და გამა-ანთებებს წარმოქნიან.
„ჩვენ, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ პროცესებს, რომლებიც ჭექაქუხილისას მიმდინარეობს. პოზიტრონული ღრუბლების გაჩენა გარკვეული რაოდენობის ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს იმაზე, თუ რა ხდება ატმოსფერული განმუხტვების დროს. ამასთან ერთად, ახალი აღმოჩენა ყველაფერს ართულებს, რადგან ვერცერთი თეორიული მოდელის ჩარჩოებში ვერ ეწერება“(კიდევ ჭექაქუხილთან დაკავშირებით, გამა-ანთება კოსმოსში).