ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, 5 თებერვალს დიდი მასივი გამოაქვეყნა მასალებისა, რომელიც კოსმოსური ტელესკოპით – ”პლანკი”, მიღებული მონაცემების დამუშავებითა და ანალიზით იქნა მიღებული. ფიზიკის პროფესორი პრინსთონის უნივერსიტეტიდან, კოსმოსური დაკვირვებების ცნობილი სპეციალისტი, ა.შ.შ-ს ნაციონალური აკადემიის წევრი და შაო იფუს პრემიის ლაურეატი ლაიმან პეიჯი, ხსენებული ინფორმაციის კომენტარს აკეთებს.
წლიდან წლამდე სულ უფრო ზუსტად ვადგენთ რელიქტური გამოსხივების მახასიათებლებს და ოდესმე, რელიქტური ფოტონების ნაკადიდან ინფორმაციის ამოღების ტემპი დამუხრუჭდება, რადგან აუცილებელია გალაქტიკური ელექტრომაგნიტური ტალღების წყაროების გათვალისწინებაც, თუმცა ეს მომენტი ჯერჯერობით არ დამდგარა.
პლანკიდან მიღებულმა მონაცემებმა სტანდარტული კოსმოლოგიური თეორიის(ΛCDM-მოდელი) მართებულება კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სამყაროს თვისებათა ახსნას ის, სულ ექვსი პარამეტრით ახდენს, რომლებიც დაკვირვებებით დგინდება.
ადრე გამოქვეყნებული შედეგებისგან განსხვავებით, ახლები, ასე რომ ვთქვათ, გაცილებით სუფთაა. სისტემური ცდობილებების პრობლემა ახლაც დგას, თუმცა ბევრი მათგანი უკვე გამოირიცხა. თან ახლა, პირველადი მონაცემები თანამედროვე მეთოდებით ანალიზდება, რის გამოც შედგები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
მიკროტალღური ფონი
რელიქტური გამოსხივება – აბსოლუტურად ბნელი სხეულის გამოსხივების ყველაზე უფრო სრულყოფილი განსახიერება, ტემპერატურით 2,725 კელვინი, რომლის სპექტრის ფორმულა, 1900 წელს მაქს პლანკმა გამოიყვანა.
რელიქტური გამოსხივება, მაინც, სრულად იზოტროპული(ერთგვაროვანი) არაა. სამყაროს სხვადასხვა მიმართულებებიდან მოსული რელიქტური ფოტონების ტემპერატურა პროცენტის მეათასედებით არის განსხვავებული. ამას მცირე ჩანართების სახე აქვს, საკუთარი ლოკალური ტემპერატურითა და პოლარიზაციით. მათი ერთობლიობა სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას ინახავს, ადრეული სამყაროდან დაწყებული თანამედროვემდე. სწორედ ამიტომ არის რელიქტური გამოსხივების კვლევა ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის უძლიერესი ინსტრუმენტი.
ასეთი შედეგების მიღება სულაც არ იყო გარანტირებული. ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ”პლანკიდან” მიღებულ ინფორმაციას ΛCDM-მოდელის გადამოწმება დაეყენებინა დღის წესრიგში.
რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციის ძიებაში, ობსერვატორიამ მთელი ციური სფერო დაათვალიერა. ეს მონაცემი არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე და ჩვენი ცოდნის გაღრმავების საშუალებას იძლევა იმ პროცესებზე, რომლებიც სამყაროს შორეულ წარსულში ხდებოდა და ჩვენს ეპოქაშიც ხდება.
”პლანკმა” მონაცემთა დიდი რაოდენობა გალქტიკური გროვების შესახებაც გადმოსცა. მათზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები არ ეთანხმება რიგ შედეგებს, რომლებიც რელიქტური გამოსიხვების კვლევიდან გამომდინარეობს. განსხვავება ძალიან დიდია და არ გააჩნია მაღალი საიმედოობა, თუმცა ნამდვილად არსებობს. ამის ასახსნელად გალაქტიკური გროვების უკეთ შესწავლაა საჭირო, რათა გაირკვეს ეს განსხვავებები ე.წ. ახალი ფიზიკით არის გამოწვეული თუ სხვა მიზეზებით. ვფიქრობ, მიზეზი გალაქტიკურ კლასტერებში იმალება.
”პლანკი”(Planck)
კოსმოსური ობსერვატორია ”პლანკი”, კოსმოსში 2009 წლის 14 მაისს გაიყვანეს, ხოლო მზისმახლობელ ორბიტაზე, ლაგრანჟის მეორე წერტილთან ახლოს, იმავე წლის 3 ივლისს გავიდა. მან 2013 წლის ოქტომბრამდე იმუშავა(4,5 წელი!).
ობსერვატორიის მთავარი ამოცანა იყო რელიქტური გამოსხივების ტემპერატურისა და პოლარიზაციული ანიზოტროპიის(არაერთგვაროვნების) დეტალურად შესწავლა 9 სიხშირულ ზოლში – 30-დან 857-მდე გიგაჰერცის ფარგლებში(რელიქტური გამოსხივების ფონის პიკი 160,2 გჰც-ზე მოდის). ასევე, გალაქტიკური გროვების კატალოგის შექმნა, რელიქტური ფოტონების გადახრა ლოკალურ გრავიტაციულ ველში(ე.წ. გრავიტაციული ლინზირება), ჩვენი გალაქტიკის რადიო და ონფრაწითელი ტალღების წყაროების რეგისტრაცია, შიდაგალაქტიკურ სტრუქტურებზე დაკვირვება, ინფორმაციის შეგროვება მზის სისტემის პლანეტებზე, კომეტებსა და ასტეროიდებზე.
”პლანკის” აპარატურით გადაღებული პირველი სურათები 2010 წლის 17 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო ანგარიში ჩატარებული ანალიზის შესახებ 3 წლის მერე. დადგინდა სამყაროს ზუსტი ასაკი და ჩვეულებრივი(ბარიონული) მატერიის წილი, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის რაოდენობა მასში. მეორე ანგარიში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 5 თებერვალს გახდა.
აღსანიშნავია, რომ ”პლანკმა” ძალინ კარგად გაზომა რელიქტური ფოტონების გრავიტაციული ლინზირება, რითაც წარმოდგენა შეგვიქმნა გრავიტაციის წარმომქმნელი მატერიის განაწილებაზე კოსმოსურ სივრცეში. ანალიზი ბოლომდე დასრულებული არაა, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სტანდარტულ მოდელს არაფერი ემუქრება. მონაცემებზე მუშაობა გრძელდება და იქნებ გრავიტაციული ტალღების კვალიც გამოჩნდეს, რომლებიც სამყაროს ინფლაციური გაფართოების სტადიაზე წარმოიქმნა.
”პლანკის” გარდა ამ საქმით სხვა ინსტრუმენტებიც არის დაკავებული – ჩილე, უდაბნო ატაკამა, 5 კილომეტრის სიმაღლეზე ატანილი 6 მეტრიანი ტელესკოპი; 10 მეტრიანი ტელესკოპი სამხრეთ პოლუსზე. მგრძნობელობის მიხედვით ისინი ”პლანკს” არ ჩამოუვარდება, ხოლო კუთხური გარჩევადობის შესაძლებლობა გაცილებით მეტიც აქვთ. არის სხვა პროექტებიც. მოკლედ, გაგრძელება იქნება.