ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის სპეციალისტებმა ახალი ასტრონომიული ინსტრუმენტი აამუშავეს – MUSE(მულტისპექტრული მკვლევარი), რომელიც პარანალის(ჩილე) ობსერვატორიის ყველაზე დიდ ტელესკოპზეა(VLT) დამონტაჟებული. ინსტრუმენტი ფოკუსირებულია ცის მონაკვეთზე, რომელიც სამხრეთის ჰაბლისეული ღრმა დამზერის(HDF-S) სახელითაა ცნობილი. 27 საათიანი უწყვეტი დამზერის მერე მან მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი რუკა შეადგინა, რომელშიც უამრავი რაოდენობის გალაქტიკაა თავმოყრილი და უპრეცდედენტო დეტალიზაცია გაჩნია.
ინსტრუმენტი MUSE.
ახალ სამგანზომილებიან რუკაში მოხვედრილი კოსმოსური სივრცის ნაწილები, სხვა ასტრონომილი ინსტრუმენტებიტაც არა ერთხელ შეისწავლეს, მათ შორის არიან ”ჰაბლი” და ”ჩანდრა”. მცირე ზომის HDF-S-ის სრული სურათის მისაღებად, კოსმოსურ ტელესკოპს – ”ჰაბლი”, 10 საათიანი უწყვეტი დამზერა ესაჭიროება, ხოლო MUSE-თი აღჭურვილ VLT-ს, მხოლოდ 27 საათი დასჭირდა. თუმცა, ყველა ლეგენდარული ტელესკოპებით მიღებული მონაცემების გაერთიანება, ვერაფრით შეედრება რაოდენობრივ მაჩვენებელს, მონაცემთა სიღრმითა და დეტალიზაციით, რომელიც MUSE-მ ასეთ მოკლე დროში მიიღო.\
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=zM6cVDbFr14
სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით, MUSE-ს შეუძლია წაკითხული სპექტრის გაერთიანება გამოსახულებებეთან, რომლებზეც შორეული ობიექტებია გამოსახული. გამოსახულების ყოველ პიქსელზე 90 ათასი სპექტრული ხაზია, რომელთა ანალიზით მანძილის, შემადგენელის, შიდა რეგიონების მოძრაობის დინამიკის გამოთვლებია შესაძლებელი ობიექტისა, რომელიც ამ პიქსელზე მოხვდა. მაღალი სიზუსტით დადგინა მანძილი 189 გალაქტიკამდე, რომელთა შორის ზოგიერთი მაშინ წარმოიქმნა, როცა სამყაროს ასაკი 1 მილიარდ წელზე ცოტა იყო. ამათგან ოცს, ისეთი დაბალი ნათობა აქვს, რომ მისი დაფიქსირება არც ”ჰაბლისა” და არც სხვა ტელესკოპების ინსტრუმენტებს არ შეუძლიათ.