NASA-მ წყალქვეშა ნავის ესკიზი წარმოადგინა, რომელიც სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის – ტიტანი, ნახშირწყლიანი ზღვების კვლევისთვის იქნება განკუთვნილი.
გარეგნულად ეს ნავი ორბიტულ თვითმფრინავს – ბოინგ X-37(ა.შ.შ.)-ს ჰგავს, რადგან ტიტანის ატმოსფეროში შესვლისას მან ზებგერით დატვირთვებს უნდა გაუძლოს. სავარუდოდ, 90 დღიანი მისიის განმავლობაში აპარატი 2000-მდე კილომეტრს დაფარავს.
ნავის სიჩქარე ერთი მეტრი იქნება წამში. იმის გამო, რომ ნავის ძრავები ტიტანთან შედარებით ძალიან მაღალ ტემპერატურამდე გაცხელდება, ნახშირწყალბადები დუღილს დაიწყებს, რაც აპარატის შემქმნელებს დამატებით პრობლემებს უქმნის.
ნავი ავტონომიურად იმუშავებს, მონაცემების გადმოცემას კი ზღვის ზედაპირზე ამოსვლის დროს მოახდენს ხოლმე, აპარატის უკანა ნაწილზე არსებული ანტენის საშუალებით, პირდაპირ დედამიწისკენ, რადგან მისიაში ეკონომიის მიზნით, ტიტანის ორბიტაზე მოძრავი თანმხლები აპარატი გათვალისწინებული არ არის. სპეციალისტებს სიღრმეზე დამოკიდებული სითხის არაერთგვაროვნებაც აფიქრებთ, რაც ინჟინრებმა პროექტირებისას უნდა გაითვალისწინონ. ატომური რეაქტორით აღჭურვილი ნავის ტიტანისკენ გაშვება 2040 წლისთვის არის დაგეგმილი.
ტიტანის დიამეტრი ნახევარჯერ მეტია მთვარისაზე, ხოლო მასა თითქმის ორჯერ მეტი. ზედაპირული წნევა კი ნახევრაჯერ მეტი დედამიწისეულთან შედარებით, საშაულო ტემპერატურა – 180 გრადუსი ცელსიუსით, თავისუფალი ვარდნის აჩქარება შვიდჯერ ნაკლები. ტიტანს სქელი ატმოსფერო აქვს, შემდგარი მეთანისა და აზოტისგან, ასევე ნახშირწყალბადის სამი დიდი ზღვა.
ზღვებს შორის ყველაზე დიდი – კრაკენი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 60-80 გრადუსს შორის მდებარეობს. მისი ფართობი 400 ათასი კვადრატული კილომეტრია(კასპიის ზღვაზე მეტი), სიღრმე კი დაახლოებით 300 მეტრი. ამ წყალსატევისთვის მოქცევებია დამახასიათებელი, რასაც სატურნის მიზიდულობის ძალა იწვევს(კიდევ ტიტანის შესახებ).
httpv://www.youtube.com/watch?v=NnKxbdpLP5E