ეს მაღალი კლდეები, კომეტის ზედაპირზეა. ისინი, 2014 წლის აგვისტოში, კომეტის ორბიტაზე გასულმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ავტომატურმა აპარატმა – „როზეტა“, აღმოაჩინა, როგორც კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ბნელი ბირთვის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირიდან კილომეტრზეა აზიდული, სუსტი გრავიტაციის გამო, ასეთ ქარაფში გადამხტარი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. კლდის ძირში, დაახლოებით 20 მეტრის რადიუსში, წვრილი ხრეშისაგან შემდგარი რბილი ზედაპირია. „როზეტას“ მიერ გადმოცემული მონაცემებით დადგინდა, რომ ამ კომეტის გაყინულ წყალსა და დედამიწის წყალში დეითერიუმის (წყალბადის იზოტოპი) რაოდენობის სრულიად განსხვავებული თანაფარდობაა, ანუ მათი წარმოშობაც განსხვავებულია (მისია „როზეტა“).
ქარაფები ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე
Posted by