დედამიწა და მთვარე „ჩანე 5T1“-დან

 ზოგჯერ, მას ცისფერ მარმარილოსაც უწოდებენ, თუმცა, შორეული წერტილებიდან დედამიწა პაწაწინა მარმარილოს კენჭს უფრო ჰგავს, სწორედ ისეთს, როგორიც ჩინურმა აპარატმა „ჩანე 5T1“-მა დაინახა. აქ მთვარე უფრო დიდი ჩანს, რადგან chane 5 კოსმოსური აპარატის კამერა მასთან უფრო ახლოა, ვიდრე დედამიწა. ფოტოზე მთვარის ზედაპირის ის ნაწილია გამოსახული, რომელიც ჩვეულებრივ, დედამიწიდან არ ჩანს. მეტად ელვარე და მრავალფეროვან  პლანეტასთან შედარებით, რომლის გარშემოც ბრუნავს, მთვარე ბნელი და რუხია. ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა „ჩანე 5T1“-მა ტექნიკური ფრენა შეასრულა, მთვარეს შემოუარა და ისევ დედამიწაზე დაბრუნდა (დედამიწა-მთვარე კოსმოსური აპარატებიდან).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.