ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა შავი ხვრელი აღმოაჩინა, რომელიც მეზობელი ვარსკვლავის მატერიას შესაძლებელზე 10-ჯერ სწრაფად შთანთქავს.
P13-ის სახელით ცნობილი შავი ხვრელი, გალაქტიკა NGC 7793-ის კიდეზე მდებარეობს, 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მასა, რომელსაც ის ყოველ წუთში შთანთქავს, დაახლოებით 100 მილიარდი ჰოთდოგის მასის ტოლფასია.
ხვრელის მიერ მატერიის შთანთქმის სიჩქარე, როგორც ითვლება, მის ზომაზეა დამოკიდებული. ეს ობიექტი ვარსკვლავთან ერთად, რომლის მასა 20-ჯერ მეტია მზისაზე, ორმაგ სისტემას ქმნის. თვითონ ხვრელს 15 მზის მასა აქვს(ე.წ. ვარსკვლავური მასის ხვრელი). მცირე მასების მიუხედავად, ასეთ ხვრელებს თავიანთი მასიური კომპანიონის შთანთქმა მილიონ წელზე ნაკლებ დროში შეუძლიათ.
იმის გამო, რომ ვარსკვლავი-კომპანიონის ერთი მხარე მეორეზე ყოველთვის ელვარეა, რენტგენის გამოსხივების გამო შავი ხვრელის მახლობლად, მეცნიერებმა სისტემის ბრუნვის პერიოდი – 64 დღე-ღამე და მათი ორბიტების პარამეტრებიც განსაზღვრეს.
მცირე მასისა და ასეთი ღორმუცელობის გამო, მენციერებმა P13 ტეკერუ კობაიაშის შეადარეს, იაპონელ ჩემპიონს ფასთ-ფუდის ჭამაში. 58 კილოგრამიანმა კობაიაშიმ, 2001 წლის 4 ივლისს 12 წუთის განმავლობაში 50 ცალი ჰოთ-დოგი შეჭამა(შავი ხვრელების საიდუმლო; საშუალო მასის შავი ხვრელი M82-ში; ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი; პატარა შავი ხვრელის პარადოქსი; კიდევ ერთხელ უარყოფილი შავი ხვრელები).