მეცნიერებმა გაარკვიეს, რა ფენომენი გადაიღო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამჟამად მყოფმა ეკიპაჟმა.
ასტრონავტ რიდ ვაისმანის მიერ ორბიტიდან გადაღებულმა ფოტომ არა მარტო ეკიპაჟის წევრები გააკვირვა, არამედ დედამიწაზე მყოფი მეცნიერთა ჯგუფიც. ფოტოზე, მწვანე წერტილები იქნა შემჩნეული, რომლებიც მთელი ტაილანდის სანაპირო წყლებს ანათებდნენ.
ბანგკოკის სრულიად ჩვეულებრივ ელექტრულ სინათლეებთან ერთად, წყლის სიღრმეში მილიონიბით მწვანე მანათობელი წერტილებიც ჩანან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამის მიზეზი თევზია, უფრო სწორად რომ ვთქვათ არა თევზები, არამედ მათი დასაჭერი ნავები. საქმე იმაშია, რომ ტაილანდის თევზსაჭერი თანამედროვე მცურავი საშუალებები წყალქვეშა LED(შუქდიოდები)-განათებით არის აღჭურვილი, რათა უკეთ ჩანდეს წყალქვეშ მყოფი თევზი. სწორედ ეს აძლევს ორბიტიდან გადაღბულ სურათს ასეთ შთამბეჭდავ ეფექტს.
ინტერნეტში ხმა გავრცელდა, რომ მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობამ” მარსზე ბარძაყის ძვალი აღმოაჩინა. თუმცა ნაადრევი დასკვნების გამოტანა საჭირო არ არის. ეს მხოლოდ მარსული ქანის ნაწილია, რომელმაც, თუმცა ძალიან გაიშვიათებული, მაგრამ მაინც ატმოსფეროს ზეგავლენა გადაიტანა.
ნასას თანამშორმელთა განცხადებით, ეს მარსული ქვა ბარძაყის ძვალს მართლაც ჰგავს, თუმცა იდუმალი მარსელი არსების ჩონჩხის ნაწილს არ წარმოადგენს. თავის ფორმას ის, ქარისა და წყლის ეროზიულ ზემოქმედებას უნდა უმადლოდეს(რაღაც რეგულარულად ფრინდება მარსიდან).