2014 წლის 13 ივლისს, პლანეტა ვენერაზე რომ ყოფილიყავით, საშუალება გექნებოდათ ჟაკეს კომეტა(Jacques comet, C/2014 E2) მთელ თავის ბრწყინვალებაში გენახათ, ვინაიდან შიდა მზის სისტემის ამ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა სტუმარმა სულ რაღაც 14,5 მილიონ კილომეტრში ჩაუქროლა ვენერას. 28 აგვისტოს, ეს კომეტა ჩვენც მოგვიახლოვდა – 84 მილიონი კილომეტრი, იგი პატარა ტელესკოპებში და ბინოკულარებშიც კი კარგად ჩანდა. კომეტის მომწვანო კომა და მისი ვიწრო, იონური კუდი ამ სურათზე ორ წუთიანი ექსპოზიციით დააფიქსირეს. სურათი იმითიცაა გამორჩეული, რომ ამ მომენტში კომეტა ორ ღირსშესანიშნავ ნისლეულს, IC 1805 და IC 1848, შორის ჩანდა. ნისლეულებს კასიოპეას გულისა და სულის ნისლეულებსაც (Cassiopeia’s Heart and Soul Nebulae) უწოდებენ. ერთი სიტყვით, თუ იმ უქმეებზე დედამიწაზე იმყოფებით და არ იყავით მიჯაჭვული კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის ეკრანს, საღამოს ცაზე ამ კომეტის “დაჭერას” შეძლებდით. განთიადისას კი ვენერას, იუპიტერისა და ნამგალა მთვარის მიერ შედგენილ სამკუთხედსაც ნახავდით.
ავტორი: დავით დვალი. 22/08/2014. თბილისი.