ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის წიაღის ზეთოვან სითხეებში არსებული მიკროორგანიზმები, კოსმოსის სიღრმეებში მობინადრე უცხოპლანეტელების ძებნაში დაგვეხმარება. გერმანელმა მეცნიერებმა, ტრინიდადსა და ტობაგოში არსებული უჩვეული ტბიდან ამოღებულ წყლის წვეთებში მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს.
ამ ასფალტის ტბაში ნანახმა მიკროორგანიზმებმა მეცნიერები იმ აზრზე დააყენა, რომ არამიწიერი სიცოცხლის თავშესაფარი შორეული პლანეტების თანამზგავრებზე არსებულ ასეთ რეზერვუარებში შეიძლება იყოს, მაგალითად, ტიტანზე. აღმოჩენა ტბა ფიჩ-ლეიქზე გაკეთდა, ქალაქ ლა-ბრეასთან ახლოს, ამ ქვეყნის სამხერთ-დასავლეთში. ფიჩ-ლეიქი ასფალტის ყველაზე დიდი საბადოა მსოფლიოში. ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაზავი ტბის ზედაპირზე ამოდის და მყარ ქერქს ქმნის.
ადრე ითვლებოდა, რომ მაღალი ტოქსიკურობის გამო ნავთობი სიცოცხლისათვის შეუთავსებელია და ამ უკანასკნელს არსებობა მხოლოდ ნავთობიანი და წყლიანი ფენების გამყოფ საზღვარზე შუძლია.
”ნავთობის წყლიან ჩანართებში მიკროორგანიზმები აღმოვაჩინეთ, რომლებიც ნავთობის სხვადასხვა ორგანულ ნაერთებად დაშლაში მთავარ როლს თამაშობენ” – ამბობს პროფესორი რაინერ მექენშთოქი (HMGU).
როგროც ჟურნალი Live Science იუწყება, ასტრობიოლოგის დირქ შულცე-მაქუშის აზრით, გერმანელი ბიოლოგების აღმოჩენა, ტიტანზე სიცოცხლის არსებობის შანსებს ზრდის.
თანამედროვე მონაცემების მიხედვით, ტიტანი დაახლოებით 9000 კუბურ კილომეტრ თხევად ნახშირწყალბადებს უნდა შეიცავდეს, რაც დედამიწისეული ნავთობისა და გაზის მარაგზე დაახლოებით 40-ჯერ მეტია (კიდევ მიკრორგანიზმების შესახებ).