ზოგიერთი ვარსკვლავის აფეთქება ნელი ტემპით მიმდინარეობს. ბობოქარი და გავარვარებული ვოლფ-რაიეს ტიპის იშვიათი მასიური ვარსკვლავები, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ ჩვენი ტელესკოპების წინ იშლება. სასტიკი ვარსკვლავური ქარი, 30 დედამიწაზე მეტი მასის მანათობელი გაზებისგან შემდგარ ღრუბლებს გლეჯს მათ. ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი WR124, წარმოდგენილი სურათის ცენტრში, მის მიერვე წარმოქმნილ ნისლეულიანად, სახელად M1-67, ექვსი სინათლის წლის ზომისაა. მიზეზი, რომლის გამოც ეს ვარსკვლავი უკანასკნელი 20 000 წლის განმავლობაში თავის თავს ანადგურებს, ჯერ ისევ კვლევის საგნად რჩება. WR124-მდე მანძილი 15 000 სინათლის წელია, ის ისრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ცალკე აღებული ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავის ბედი მის მასიურობაზეა დამოკიდებული, მათი უმეტესობა კი ზეახლად ან გამა-ანთბით ამთავრებს სიცოცხლეს (ვარსკვლავური სისტემა WR 104; ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება; ვარსკვლავი WR 104: საფრთხე კოსმოსიდან).
WR124: ვარსკვლავური ქარის მანქანა
Posted by