ტრენინგი წყლით სავსე 12 მეტრი სიღრმის აუზში ტარდება, რომელშიც NASA-ს ასტრონავტები მიკროგრავიტაციის პირობებში საჭირო ჩვევებს იძენენ.
აუზშივე იყო მოთავსებული უპილოტო კოსმოსური აპარატის მაკეტი, რომელმაც ასტეროიდი უნდა დაიჭიროს და მთვარის ორბიტაზე გადაიყვანოს, ასევე კაფსულა ”ორიონი”, რომელმაც შერჩეულ ციურ სხეულზე ასტრონავტები უნდა გადასხას.
ასტეროიდის ზედაპირიდან სინჯების აღბისას ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება ფენების ხელუხლებლად შენარჩუნება, რადგან მათ მზის სიტემის ფორმირების შესახებ ბევრი რამის მოყოლა შეუძლიათ. წყალქვეშა ვარჯიშები ასტრონავტებს ნიმუშების უკეთ მიღების ხერხების, სკაფანდრებისა და გამოყენებული ინსტრუმენტების გაუმჯობესებაში ეხმარებათ.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=vJw0cYldD80