ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევა კანადაში

 გამოკითხვის მიხედვით, რომელიც კანადაში უფოლოგიური კვლევების ჯგუფმა ჩაატარა, 2013 წელს ქვეყანაში 1180 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი(ამო) იქნა დამზერილი, საშუალოდ სამი ყოველ დღე. კანადაში ასეთი მონაცემების შეგროვება 1989 წლიდან დაიწყეს. მას მერე ამო-ების გამოჩენის რიცხვიც გაიზარდა. 1989 წლიდან დაწყებული მთელს ქვეყანაში 14 000-ზე მეტი ამო იქნა შემჩნეული.

 უფოლოგიური კვლევების ჯგუფს სხვადასხვა მსგავსი ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემები გააჩნიათ. განსაკუთრებული ყურადღება ფაქტების სანდოობაზე მახვილდება, დეტალებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. თვითმხილველებში პოლიციელები, მფრინავები და „ საღად მოაზროვნე, დამზერის კარგი საშუალებებით აღჭურვილი პირებიც შედიან“ – საუბარია მოხსენებაში.

 2012 წელი რეკორდული აღმოჩნდა – ამო-ს დამზერის თითქმის 2000 შემთხვევა, ხოლო 2013 მეორე ადგილზეა.

 უფოლოგიური კვლევების ჯგუფი ამო-ების დამზერათა რიცხვის ზრდას ასე ხსნის:

1)   ამო-ების რიცხვი გაიზარდა.

2)   სულ უფრო მეტი საიდუმლო სამხედრო სწავლებები ტარდება დასახლებებთან ახლოს.

3)   ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათ შორის ინტერნეტის, სულ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა საშუალება თქვას, რა დაინახა მან.

4)   ადამიანთა მეტმა რაოდენობამ დაიწყო ცაზე დაკვირვება.

5)   გაიზარდა ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ბუნებრივ ციურ ობიექტებზე არაფერი იციან.

6)   ადამიანები იმედოვნებენ, რომ პასუხები კაცობრიობის ყველა პრობლემურ საკითხებზე ციდან მოვა.

 შემთხვევათა უმრავლესობას, უკიდურეს შემთხვევაში, ორი მოწმე მაინც ყავს. მოხსენებაში ნათქვამია:“ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ამო რეალური, ფიზიკური მოვლენაა“(ანომალური მოვლენები).

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.