კენტავრის ალფას მესამე ვარსკვლავი – პროქსიმა, ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის ყველაზე საუკეთსო კანდიდატად განიხილება. ეს არის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე სისტემა, ოთხი სინათლის წელი გალაქტიკური მასშტაბებით დიდი ციფრი არ არის, თუმცა არა ტექნოლოგიის განვითარების ისეთი დონისთვის, რომელზეც კაცობრიობა ახლა არის. ასეთ გადაფრენას რამდენიმე ათასი წელი დასჭირდება. მზემდე მანძილი 2,5 სანტიმეტრი რომ იყოს, პროქსიმამდე მანძილი 7 კილომეტრი იქნებოდა!!!
ასეა თუ ისე, ჩვენ ამ სისტემის ფოტოების გადაღება მაინც შეგვიძლია. კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ამ წითელი ჯუჯას ახალი გამოსახულება მიიღო, რომელიც ვარსკვლავურ სისტემა კენტავრს ეკუთვნის – კენტავრის პროქსიმა. მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმა უახლოესი ვარსკვლავია (მზის მერე რა თქმა უნდა), მისი სიკაშკაშე საკმარისი არაა იმისათვის, რომ შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ, რაც სულაც არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწიმებით, რომ მისი მასა რვაჯერ ნაკლებია მზისაზე. თუმცა, ზოგჯერ ისიც ხდება ხოლმე ელვარე.
პროქსიმა ეკუთვნის ვარსკვლავების ტიპს, რომლებსაც ანთებად ცვალებადს უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მიმდინარე კონვექციური პროცესები ვარსკვლავს სიკაშკაშის მნიშვნელოვანი (“ორსართულიანი” კონვექცია მზეზე) შემთხვევითი ცვლილებებისკენ უბიძგებს. ამ ვარსკვლავის ნათობა რამდენიმეჯერ შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ჩვეულებვრივ, მისი ხილული ვარსკვლავური სიდიდე 11 m-ს უტოლდება – ამბობენ „ჰაბლის“ საინფორმაციო ცენტრში.
კონვექციური პროცესები ვარსკვლავის სინათლის არა მარტო „ჩართვა – გამორთვას“ ახდენს, არამედ იმაზე მეტყველებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, რომ ვარსკვლავი თავისი არსებობის ბოლო სტადიიდან ძალიან შორს არის. მეცნიერები პროქსიმას კიდევ დაახლოებით სიცოცხლის 4 ტრილიონ წელს „აძლევენ“, საკმარის დროს, რომ ხომალდის აგება მოხერხდეს, მთავარია მოთმინება გვეყოს (პლანეტები კენტავრის პროქსიმასთან).
კარგი იქნება მშვიდი მზის სიახლოვეს დიდხანს უდარდელად ცხოვრება 🙂