კოსმოსის მიკროტალღური ფონის მკვლევარმა თავისი სამუშაო დაასრულა: ტელესკოპმა გეგმიური 15 თვის ნაცვლად კიდევ ნახევარი წელი იმუშავა. 2013 წლის 23 ოქტომბერს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინჟინრებმა აპარატის გადამცემი გამორთეს. ორი დღით ადრე კი დარჩენილი საწვავით უსაფრთხო ჰელიოცენტრულ ორბიტაზე გადაიყვანეს, სადაც ის კიდევ დიდი ხნით დარჩება.
სამუშაო ადგილზე ”პლანკის” მიტოვება არ შეიძლება. მწყობრიდან გამოსულ აპარატებს სხვა ობსერვატორიების მუშაობის შეფერხება შეუძლიათ. რაიმესთან შეჯახების ალბათობა ძალიან მციერა, თუმცა ყველა მიმართულებით სიგნალების მასხივებელი გადამცემი მუშა აპარატების მოწყობილობას ”დააბნევს”. კოსმოსური ტექნიკის უტილიზაციის წესები დარჩენილი საწვავის განადგურებასა და ბორტზე არსებული ინსტრუმენტების გამორთვას მოითხოვენ, თან ტელესკოპი ისეთ ორბიტაზე უნდა გავიდეს, რომელიც დედამიწაზე ან მთვარეზე ვარდნას გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში უახლოესი რადმენიმე ასწლეულის განმავლობაში. High Frequency Instrument – მაღალსიხშირული ინსტრუმენტი(ESA).
უნიკალური ინსტრუმენტი არც ატმოსფეროში დაწვეს(ასეთი ბედი ელის ლეგენდარულ ”ჰაბლს”) და არც მთვარის ზედაპირზე დაამსხვრიეს, როგორც ”ჰერშელს” უპირებდნენ. 2013 წელს თავისი სამსახური ”ჰერშელმაც” დაასრულა, თხევადი ჰელიუმის მარაგის ამოწურვის გამო. არაოფიციალური ვერსიით, ნასას სპეციალისტებს თავიანთი პირმშოს მთვარეზე დამსხვრევა დაენანათ, მის შექმნაზე ხომ ამდენი ძალა და ფული დაიხარჯა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ ”პლანკის” გადამცემს ვინმე უცხოს გამოართვევინებდნენ. ფრენათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პაოლო ფერის თქმით, სპეციალისტთა მთავარი ამოცანა აპარატებთან მუდმივი კონტაქტის დამყარება და მათი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის ბრძოლაა: ამიტომ ”პლანკის” არასამუშაო მდგომარეობაში გადაყვანა რომელიმე მეცნიერს მოუწევს, ეს მეცნიერი კი იან თაუბერი აღმოჩნდა.
გრინვიჩის დროით 12:10-ზე აკუმულატორების დატენვის სისტემა და რადიოგადამცემი გაითიშა. ”პლანკმა” შემეცნებითი ინსტრუმენტის სახით არსებობა შეწყვიტა, თუმცა პლანეტათშორის სივრცეში ის დიდი ხნით იქნება შენახული. ოდესმე, სადღაც 2113 წელს, იქნებ იპოვონ კიდეც და დედამიწაზე, მუზეუმში მოსათავსებლად დააბრუნონ(კიდევ ”პლანკის” შესახებ).httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Ijl_N-Vz5Vg
“პლანკის” სამუდამო განსასვენებელი
Posted by
დამენანა ამხელა ნაწვალები ასე უქმედ რო უნდა იყოს 🙁