10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე

 ყველამ იცის, რომ მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია, რომელსაც ადამიანები ესტუმრნენ, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის, რომ იქ ერთი ადამიანი “ცხოვრობს”. დოქტორი ევგენი შუმეიკერი, რომელიც აპოლოს ასტრონავტებს გაკვეთილებს უტარებდა და რომელსაც უზომოდ უნდოდა მისიაში მონაწილეობა თავადაც მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მან სურვილის ახდენა ვერ შეძლო. გარდაცვალების მერე, 1999 წლის 6 იანვარს მისი ფერფლი მთვარეზე გასაგზავნ რობოტზე მოათავსეს. რობოტი იმავე წლის 31 ივლისს მთვარის კრატერს შეეჯახა, ასე აუსრულეს სურვილი დოქტორ ევგენის.

 2. ნილ არმსტრონგის მიერ გაკეთებული ისტორიული ნაბიჯები კაცობრიობისთვის, მთვარეზე მილიონობით წელი დარეჩება, იქ არ არსებული ქარების გამო, მაგრამ საკითხავია ნამდვილად ასეა? როგორც ვიცით მთვარეს ატმოსფერო არ გააჩნია, ამიტომ ის ასტეროიდებისგან და კოსმოსური გამოსხივებისგან დაუცველია. ბაზ ოლდრინმა აფრენის დროს შენიშნა, რომძრავებიდან გამოქრქვეული გაზების ზემოქმედებით ამერიკის დროშამ ფრიალი დაიწყო, აქედან გამომდინარე, ცნობილი ასტრონავტის ცნობილი ნაკვალევი შესაძლოა აღარც არსებობდეს.

 3. 1988 წელს ჩატარებული გამოკითხვებით, მოსახლეობის 13 პროცენტს სჯეროდა, რომ მთვარე ყველისგან იყო დამზადებული(სავარაუდოდ, ეს აფრიკის რომელიმე მომთაბარე ტომების რწმენით, აბა ასეთი სისულელე ელემენტარული განათლების მქონე ადამიანმა როგორ უნდა თქვას ვერ მეტყვით? J).

 4. ჩინეთში, ლეგენდის მიხედვით, მთვარის მუქ ჩრდილებს უწოდებენ „გომბეშოს მთვარეზე“. როცა მთვარის დაბნელება ხდება, ამ დროს გომბეშო მთვარის ჩაყლაპვას ცდილობს.

 5. აპოლონის მისიონერებმა მთვარიდან 2196 ქვა ჩამოიტანეს, რომელთა ჯამური მასა 382 კილოს უტოლდებოდა.

 6. მიწისძვრები მთვარეზეც არსებობს, ეს დედამიწის გრავიტაციული ძალის ზემოქმედებით არის გამოწვეული. მთვარეზე არსებული სეისმოგრაფული აპარატებით დადგინდა,  რომ მცირეოდენი მთვარისძვრები, ზედაპირის ქვეშ, რამდენიმე კილომეტრიდან მოდიოდა, რამაც ზედაპირზე ბზარების გაჩენა გამოიწვია(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

 7. მთვარე სულაც არ არის მრგვალი, მას კვერცხის ფორმა აქვს. თუ კარგად დავაკვირდებით მისი ბოლოები ოდნავ წაგრძელებულია.

 8. დედამიწაზე არსებული 400 ხე მთვარეზე იყო. 1971 წელს, აპოლოს ასტრონავტმა, სტიუარტ რუსამ, ხის 500-მდე თესლი მთვარეზე წაიღო. მარცვლეულმა სიცოცხლის უნარიანობა არ დაკარგა და მათგან აღმოცენებული ნერგები სხვადასხვა ადგილებზე დარგეს, მათ მთვარის ხეები უწოდეს და უმრავლესობამ მშვენივრად გაიხარა.

 9. ცნობილი ფაქტია, რომ მთვარე ყოველწლიურად გვშორდება, თუმცა სამახსოვროდ, დედამიწას ბრუნვის ენერგიასაც პარავს და თავადვე იყენებს რათა 3,8 სმ-ით უფრო მაღლა აიწიოს ორბიტიდან.

 10. სულ ახლახანს მეცნიერებმა აღმოჩენეს, რომ მთვარე იმაზე 100 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ყოფილა, ვიდრე გვეგონა. მისი ზუსტი ასაკი დაახლოებით 4,360 მილიარდი წელია(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მთვარის ილუზია; მთვარე).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

5 comments

  1. ყველი რა შუაშია მთვარესთან?.. მე მაინც მომწონს, ფანტასტიურია!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.