ჯუმბერ ლომინაძე: ცოდნა გაიმარჯვებს(Pravda.ru)

 საქართველოს ნაციონალური აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსი, ასტროფიზიკოსი ჯუმბერ ლომინაძე საბჭოთა კავშირის ატომური პროექტის საწყისებთან იდგა. ის, ურალის ატომურ ცენტრში არსებულ „ობიექტზე“ სამუშაოდ, მოსკოვის სახელმწიფო უნვერსიტეტის 11 კურსდამთავრებულთა რიცხვში „დახურულმა“(გასაიდუმლოებულმა) აკადემიკოსმა სახაროვმა შეიყვანა. ცნობილსა და მოსკოვის არც თუ ისეთ ხშირ სტუმარს მწერალი ვლადიმირ გუბარევი ესაუბრა. შეხვედრის მიზეზი ამ მწერლის მიერ გამოცემული წიგნი – „ატომური საუკუნე. ბომბა“ იყო. ეს არზამას-16-ს და ჩელიაბინკს-49-ს ეხება. ლომინაძე ერთ დროს ურალის ბირთვულ ცენტრში მუშაობდა და ბუნებრივია ამ წიგნით დაინტერესდა. საუბარი არა მარტო პროექტში მონაწილე ადამიანების ბედზე წარიმართა…
 – როგორ მოხვდით ურალის გასაიდუმლოებულ ცენტრში?
ფიზიკას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. 1955 წელს ხმა გავრცელდა, რომ ჩვენთან ახალგაზრდა ფიზიკოსების ასარჩევად ორი „დახურული“ აკადემიკოსი უნდა ჩამოსულიყო. მაშინ, ახლა უკვე ისეთ ცნობილ მეცნიერებთან ერთად ვსწავლობდი, როგორებიც საგდეევი, კროხინი, როზანოვი, მორდოვინი და ხლებნიკოვი არიან. ცხოვრებამ ერთმანეთს დაგვაშორა, თუმცა ეს სახელები ძალიან ბევრს ნიშნავს მეცნიერებისთვის – აკადემიკოსები, ყველაზე უფრო პრესტიჟული პრემიების ლაურეატები, მეცნიერების ახალი მიმართულებების შემქმნელები… ამრიგად, უნივერსიტეტში ორი ახალგაზრდა აკადემიკოსი ანდრეი დიმიტრის ძე სახაროვი და იაკობ ბორისის ძე ზელდოვიჩი ჩამოვიდნენ. მათ 11 ახალგაზრდა ამოარჩიეს და ე.წ. „საფეხბურთო გუნდი“ შექმნეს. ჩვენ გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების მერე „ობიექტეზე“ გადაგვიყვანდნენ. ასეც მოხდა: ჩვენ სერდმაშში გამოგვიძახეს და მატარებლით ურალში გაგვამგზავრეს. „ობიექტს“ უცნაური სახელი ჰქონდა – „21-ე მოედანი“.
 – ოდნავადაც არ გაწუხებთ სინდისი, რომ „სამჭოთა ატომურ პროექტში“ იღებდით მონაწილეობას?
 – ამ კითხვას ხშირად მისვავენ, რომ ასეთ საშინელ იარაღს ვაკეთებდი… ზოგიერთი ვერ ხვდბა, მაშინ სულ სხვა დრო, სხვა ეპოქა იყო. ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებდით. ენთუზიაზმიც შესაბამისი იყო, თავდაუზოგავად ვმუშაობდით და ამით ახლაც ვამაყობ. იმ დროსთან ძალიან ნათელი მოგონებები მაკაშირებენ. მეუღლესთან ერთად 1996 წელს ჩელიაბინსკ-70 მოვინახულეთ, ვნახეთ სახლი, სადაც ვცხოვრობდით. ერთმა უბრალო რუსმა ქალბატონმა მიგვიღო, სუფრაც გაგვიშალა… გვეჩვენებოდა, რომ დიდი სახლი გვქონდა, აბაზანა, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ ის ძალიან პატარა ყოფილა… ჩემი მეუღლეც იცნეს, ის ხომ ექიმად მუშაობდა, ბავშვებს მკურნალობდა. იქაურებს ის ისევ ახსოვთ.
 – მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ, ერთად-ერთი ქართველი მეცნიერი ხართ, რომელიც „ატომურ პროეტში“ იღებდა მონაწილეობას?
 – ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს ასეა. სხვა ქართველებს იქ არ შევხვედრივარ. ეს ჩემთვის პატივია, რადგან „ატომურმა პროექტმა“ სამყარო შეცვალა – მასზე პლანეტის მეცნიერთა ელიტა მუშაობდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი მეცნიერისთვის საამაყოა.
 – ვინმე თუ დარჩა ურალში საცხოვრებლად?
 – ჩვენი „საფეხბურთო გუნდიდან“ ოთხნი დარჩნენ, მათ შორის ხლებნიკოვი და მორდოვინი, მე სამოციან წლებში წამოვედი. იარაღი უკვე მზად იყო, სხვა ეპოქა დაიწყო, თან ოჯახური საქმეებიც საშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ. აქ კი მოულოდნელი რამ მოხდა: აღმოჩნდა, რომ ჩვენი მთავარი კონსტრუქტორი და ხემლძღვანელი კირილ ივანეს ძე შიოლკინი წარმოშობით თბილისიდან ყოფილა! სამწუხაროდ, ურალში ყოფნისას ეს არ ვიცოდი. თბილისში მისი ძეგლის გახსნაში აქტიურად ვმონაწილეობდი. ეს იყო 1982 წელს. მხოლოდ მეოთხედი საუკუნის მერე გაიგო თბილისმა ადამიანის შესახებ, რომლითაც სრული უფლება აქვს იამაყოს. ჩვენ ახალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, შიოლკინი ამის ერთ-ერთ ელვარე მაგალითია… ზოგიერთი გიჟი(ეს სიტყვა ალბათ გუბარევმა ჩაამატა:). Astronet.ge) რუსეთის იმპერიაზე გაჰყვირის, რისი მოსმენაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, მე ხომ საქართველოში გავიზარდე, აქ ვმუშაობ, ხოლო მოსკოვში ვსწავლობდი, მოსკოვსა და სხვა ქვეყნებში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ გარეშე ჩემი სიცოცხლე წარმოუდგენელია.
 – თქვენ თბილისში დაბრუნდით… იქაური თემატიკა ხომ „ბომბებს“ არ ეხებოდა?

 – მე ფიზიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, სადაც პლაზმის ფიზიკით დავკავდი, ანუ მართვადი თერმობირთვული რეაქციებით. მოსკოვთან კონტაქტი არ დამიკარგავს. უპირველეს ყოვლისა, კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტთან, სადაც ამ პრობლემაზე აკადემიკოსი ველიხოვი მუშაობდა. ჩვენ აკადემიკოს კადომცევთანაც ვიყავით დაკავშირებულნი, მის ლაბორატორიასთან. და თანამშრომლობის მეორე მიმართულება – კოსმოსური კვლევების ინსტიტუტი, რომელსაც მაშინ აკადემიკოსი საგდეევი ხელმძღვანელობდა, ჩემი ძალიან დიდი მეგობარი. 70-ანი წლების დასაწყისში ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობა  მთხოვეს. იქ თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ორგანიზება მოვახერხე. მთლიანობაში: ბომბი – თერმობირთვული რეაქციები(თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო) – პლაზმა და პულსარები – კოსმოსი, ეს ერთი რიგის მოვლენებია… მე მაგალითს, პირველ რიგში, ზელდოვიჩიდან ვიღებდი, რომელიც არზამას-16-დან ასტროფიზიკაში „წავიდა“, მეორე რიგში კი, საგდეევიდან, რომელიც პლაზმური ფიზიკიდან კოსმოსურ კვლევებში „გადავიდა“… მე ახლა ძალიან კარგი თეორიული ასტროფიზიკის განყოფილება მაქვს, მასში 5 მეცნიერებათა დოქტორი და 15 კანდიდატი შედიან. შემიძლია ვიტრაბახო, რომ განყოფილებას კარგი შედეგები აქვს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებიც აღიარებენ. ამის მერე აბასთუმნის ობსერვატორიის ხელმძღვანელად დამნიშნეს, ამჟამად მისი დირექტორი ვარ. ობსერვატორია მთაშია და იქ ასვლა ორ თვეში ერთჯერ მიწევს, მე ხომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანიც ვარ, ამიტომ ძირითადად თბილისში მიწევს მუშაობა. ამასთან ერთად უნივერსიტეტშიც ვასწავლი. ასე რომ სამუშაოს მეტი რა არის.

 – მე(გუბარევი) საქრთველოში 1991 წლიდან არ ვყოფილვარ. როგორაა მეცნიერების საქმე?
 – ჯერჯერობით ის არსებობს. ჩვენ მოწინავე მათემატიკური სკოლა გვაქვს, კარგი ფიზიკა, საუკეთესო ფილოსოფია, ბიოფიზიკა. რაც ყველაზე მთავრაია, გვყავს კარგი ახალგაზრდობა, რომელთაც ჯერჯერობით, აკადემიაში მხოლოდ ენთუზიაზმი აკავებს. გადინება კი სულ უფრო აქტიური ხდება… მე თეორიულ ფიზიკასა და მათემატიკაზე ვლაპარაკობ, ექსპერიმენტული მეცნიერება კი, რა თქმა უნდა, კატასტროფულ მდგომარეობაშია…
 – თქვენი პროგნოზი?
 – მე ოპტიმისტი ვარ. ვერ დავიჯერებ, რომ ის დიდი მიღწევები, რომლებიც რუსეთსა და საქართველოშია მიღებული, შეიძლება დაიღუპოს, გაქრეს. თვითონ მეცნიერები არ დაუშვებენ ამას. ცოდნა ყოველთვის ამარცხებს უმეცრებას. სწორედ ამაზე დგას ჩვენი ცივილიზაცია.
 – მადლობა. ვფიქრობ, აღარაფერია საჭირო თქვენს ნათქვამზე დასამატებლად…
 საერთო კრების დროს მე(გუბარევი) დავინტერესდი ვის მისცა ხმა ლომინაძემ – ალფიოროვს, ფორტოვს თუ ნეკიპელოვს. პასუხი დიპლომატიური აღმოჩნდა:
 – ყველაზე უფრო ძნელ დროს ჩვენი ქვეყანის(სსრკ) გადამრჩენელის როლში ყოველთვის ფიზიკა გამოდიოდა. ახლაც ასე მოხდება…
 შედმეგ ჯუმბერ ლომინაძეს გამგზავრების წინ ვესაუბრე. მასთან ამ დროს შიოლკინის შვილი იყო, ისინი თბილისის ერთ-ერთ მოედანზე ძეგლის დაბრუნების შესახებ ლაპარაკობდნენ.
– ამით ისტორიულ სამართლიანობას აღვადგენთ, ირწმუნებოდა ლომინაძე, და ამას ერთად გავაკეთებთ… არ მიკითხავს, კონკრეტულად რომელი მარშრუტით აპირებდა უკან დაბრუნებას: კიევის თუ ბაქოს გავლით. მეორე ვარიანტი, ამბობენ, უფრო მოკლეაო… ასეა თუ ისე, უცნაურია(აბა, აბა:). Astronet.ge), რომ მოსკოვიდან თბილისში ჩასასვლელად შემოვლითი გზაა საჭირო?!(Pravda.ru).

One comment

  1. იმედი მაქვს რომ საქართველოში ფიზიკა კარგ დონეზე დადგება , ასეთი მეცნიერები გვყავს და სირცხვილია დღევანდელი სიტუაცია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.