ობიექტ P/2010 A2-ის კუდი მილიონ კილომეტრზეა გადაჭიმული. ის ობსერვატორიათა უმრავლესობის ხედვის არეში უკვე აღარ ეტევა, ხოლო ზრდას ისევ აგრძელებს(WIYN 3.5m Observatory).
უცნაური, კომეტისმაგვარი ობიექტი პირველად 2010 წელს შეამჩნიეს. ის ასტეროიდი აღმოჩნდა, რომელმაც სხვა კოსმოსურ ობიექტთან პირდაპირი შეჯახება გადაიტანა. P/2010 A2, მარსსა და იუპიტერს შორის, მთავარ ასტეროიდულ სარტყელში მდებარეობს. მან ყურადღება უჩვეულო ფორმითა(ჯვრისმაგვარი) და კომეტებისთვის დამახასიათებელი მტვრის კუდით მიიქცია(მზის სისტემა).
ამერიკის ასტრონომული საზოგადოების ახლახანს ჩატარებულ სხდომაზე მეცნიერება აღნიშნეს, რომ P/2010 A2 ასტეროიდის დაშალის პროცესებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ამ მომენტისათვის ობიექტის კუდის სიგრძე დაახლოებით მილიონი კილომეტრია, რაც დედამიწა-მთვარეს შორის არსებულ მანძილზე სამჯერ მეტია. ასტეროიდისთვის საბედისწერო შეჯახების მომენტიდან უკვე სამნახევარი წელი გავიდა, მან მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებაც თითქმის დაასრულა, ხოლო კუდი გამოსხივების წნევისა და გრავიტაციის ზემოქმედებით ზრდას აგრძელებს. მის შემადგენლობაში სანტიმეტრის ზომის მტვრის ნაწილაკები შედიან, რომლებიც მზის გარშემო ეკლიპტიკურ სიბრტყეში(ობიექტისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიგრძე) მოძრაობენ, როგორც მათი წარმომქმნელი ასტეროიდი(1). P/2010 A2-ზე დაკვირვებები ასტრონომებს შანსს აძლევს უკეთ გაერკვნენ კოსმოსური მტვრის წარმოქმნის პროცესებში, მისი რაოდენობის საკითხზე პასუხის გაცემაში, შეჯახების დროს მის გაჩენასა და მომავალ ბედში. შლადი ასტეროიდის კუდი მომავალი მეტეორიტული ნაკადის წყაროა, რომელიც ადრე თუ გვიან(მილიონი წლის მერე) დედამიწის ცას ელვარე ანთებებით გაანათებს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; მეტეორიტული ნაკადი).
გრძელკუდა ასტეროიდი
Posted by