სუბორბიტალურ ფრენებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და იმ ადამიანთა რიცხვიც მატულობს, ვისაც უყვარს ექსტრემი და აინტერესებს თუ როგორ იგება საფრენი აპარატები, რომლებითაც ბევრმა კოსმო-ტურისტმა უკვე შეძლო, დაეთვალიერბინა კოსმოსი.
ე.წ. „კოსმოსის ჰაკერებმა“ გამართეს ღონისძიება, რომელსაც უამრავი სტუდენტი, პროფესორები, კოსმო-მცოდნეები, მეცნიერები, ტექნოლოგიის ექსპერტები და უამრავი სხვა დარგის წარმომადგენელი თუ უბრალოდ მოყვარული მეცნიერი ესწრებოდა, ვინც ამ სფეროთი იყო დაინტერესებული. ისინი არა მხოლოდ დაეუფლებიან ტექნოლოგოიებს, არამედ შესაძლებლობა ექნებათ თავად გახდნენ კოსმოსის ტურისტები, რა თქმა უნდა დაბალ ფასებში. მსგავს ფრენებში მონაწილეობა ნებისმიერ მოყვარულ მეცნიერს შეეძლება და ღირებულება 3 000 დან 5 000 დოლარამდე დაჯდება, ხოლო ვისაც ორბიტიდან უფრო შორს გასვლის სურვილი ექნება, მაშინ ეს სიამოვნება 100 000 ან უფრო მეტი დოლარი დაუჯდება, განაცხადა ორგანოზატორმა, მაშინ, როცა დღეს მსგავსი ფრენების ფასი 200 000 დოლარიდან იწყება. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ყველა სკოლის მოსწავლე მოყვარულ მეცნიერს მონაწილეობა მიიღოს და აიმაღლოს მოყვარულის დონე.
ნასას მეცნიერები ასევე გეგმავენ, მორიგ ტურისტად გაუშვან “წყლის დათვი”, ისინი ცნობილი არიან როგორც ნელმავალნი, ალბათ იცით ეს პაწაწინა უხერხემლო არსებები. მათ -271°-დან +150 °C-მდე ტემპერატურული ცვლილების გადატანა შეუძლიათ. მეცნიერები წყლის დათვზე დაკვირვებებით, ადამიანის კოსმოსთან შეგუების თვალსაზრისით დიდი შედეგების მიღწევას იმედოვნებენ. ასე რომ ე.წ. კოსმოსის ჰაკერებს წინ დიდი გეგმები აქვთ, ბევრი ისეთი რაც ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: თეო ჯაფარიძე.
კოსმოსის ჰაკერები
Posted by