კოსმოსურმა ტელესკოპებმა ”ფერმი” და ”სვიფტი”, ღამის ცაზე საკმაოდ საინტერესო რამ დაინახეს.
ნასას კუთვნილმა ორბიტალურმა თანამგზავრებმა ახლახანს რეკორდული გამა-ანთება დააფიქსირეს, რომლის კოდური სახელია – GRB 130427A. აღმოჩენა 2013 წლის 27 აპრილს გაკეთდა. ენერგია, რომელიც ამ ანთების დროს გამოსხივდა 94 მილიარდ ელექტრონვოლტს უტოლდება, რაც დაახლოებით 95 მილიარდჯერ აჭარბებს მზიური სინათლის ენერგიას. ამასათნ ერთად, ეს ანთება ერთ-ერთია უახლოესთა შორის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის უახლოესი გამა-ანთებების ხუთეულში შევიდა. მოვლენა დედამიწიდან 3,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანთება პირველად ”ფერმიმ” დააფიქსირა, ”სვიფტმა” პირველობა მის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაში მიიღო(უნიკალური გამა-ანთება).