ბრიტანელი ასტრონომების აზრით, სწორედ ზედაპირქვეშა მიკროორგანიზმებით არის განპირობებული კომეტა – 67Р/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ისეთი თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, ორგანული ნაერთებით მდიდარი შავი ქერქი. სამწუხაროდ, არც ”როზეტა” და არც ”ფილი”, არ არის აღჭურვილი სიცოცხლის აღმოჩენისათვის საჭირო მოწყობილობით. ამ ჰიპოთეზის წარდგენა, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების კონფერენციაზე მოხდება, რომელიც 6 ივლისს უნდა ჩატარდეს(The Independent).
მაქს უოლისი(კარდიფის უნივერსიტეტი) და ჩანდრა ვიკრამასინგხი(ბექინჰემის ასტრობიოლოგიური ცენტრის დირექტორი), ამტკიცებენ, რომ კომეტის გარემო უფრო მეტად არის თავსებადი სიცოცხლის არსებობისთვის, ვიდრე დედამიწის პოლარული რაიონები. ბნელი ქერქი, ყინული, ბრტყელძირიანი კრატერები და გიგანტური ლოდების დიდი რაოდენობა(დაკიდებული ქვები კომეტაზე), მიკროორგანიზმების ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მიკრობები, მზისგან გამთბარი ყინულისა და ორგანული ნაერთების ნაზავში შეიძლება ცოცხლობდნენ, ამბობენ იდეის ავტორები. ეს ორგანიზმები გაყინვის საწინააღმდეგო მარილებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც -40 გრადუს ტემპერატურაზე გადარჩენის საშაუელბას აძლევს მათ. სწორედ ამ ტემპერატურამდეა გამთბარი კომეტის ზედაპირი ახლა.
გარდა ამისა, კომეტის ყინულში არსებული უამრავი ნაპრალიდან, გაზურმტვროვანი ჭავლები ამოიფრქვევა. ”ჩემი აზრით, ამის მიზეზი მიკრობული აქტივობაა, რაც გაზების წნევის ზრდასა და ყინულოვანი ზედაპირის დაბზარვას იწვევს” – ამბობს პროფესორი ვიკრამასინგხი.
ბოლოს, მარტივ ნახშირწყლებზე(მაგ:. მეთანი) უფრო რთულად ორგანიზებულ მოლეკულათა მრავალფეროვნება ამ კომეტის ზედაპირზე, რომლებიც ”როზეტამ” აღმოაჩინა.
მისია “როზეტა”, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ყველაზე ამბიციური პროექტია. მისი საშუალებით მიღებული მონაცემები, მზის სისტემის ევოლუციისა და დედამიწაზე წყლის გაჩენის გაგებაში დაგვეხმარება(ფილი: დედამიწისეული წყალი არაკომეტურია). მისიის მთავარი ორგანიზატორი ESA-ა, მასში კიდევ, ამერიკიდან და ევროპიდან, 14 ქვეყნის 50 კომპანიაა ჩართული.
კვლევების პიკი 2015 წლის 13 აგვისტოს იქნება, როცა კომეტა პერიჰელიუმს გაივლის, ხოლო ნივთიერებათა ამოდინების სიჩქარე მაქსიმალური გახდება. 2015 წლის 23 ივნისს, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მისია ”როზეტა”, 2016 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. გეგმის მიხედვით, კომეტის ორბიტაზე მოძრავი ზონდი თავისი კვლევის ობიექტის ზედაპირზე დაეშვება(მისია როზეტა).