რამდენი თანამგზავრი ყავს სატურნს? დღევანდელი დღისთვის უკვე 82-ია აღმოჩენილი (2019 წ.), მათ შორის ყველაზე პატარას დიამეტრი კილომეტრზე მცირეა. სატურნის ოჯახის ამ მკაფიო გამოსახულებაზე, რომელიც 9 მარტსაა (2012 წ.) გადაღებული, სატურნის 6 დიდი თანამგზავრია ასახული. ტიტანი, თანამგზავრთა რიგს მარცხენა დაბალი კუთხიდან იწყებს. მისი დიამეტრი 5150 კილომეტრია, ის მთვარეზე და მერკურიზე დიდია. ტიტანიდან მარჯვნივ განლაგებულა მიმასი, თეტისი, თვითონ სატურნი, ენცელადი, დიონა და რეა. სატურნის ყველა ბუნებრივი თანამგზავრიდან პირველად ტიტანი აღმოაჩინეს, ეს ჰოლანდიელმა ასტრონომმა ქრისტიან ჰიუიგენსმა 1655 წელს გააკეთა. ბოლო აღმოჩენა უკვე 2009 წელს მოხდა, კასინის მიერ გადმოცემული გამოსახულებების დამმუშავებელი ჯგუფის მიერ, თანამგზავრის პირობითი სახელია S/2009 S1. 14 მარტს, სატურნის პირისპირდგომა იყო, საუკეთესო მომენტი სატურნის რგოლებისა და მისი თანამგზავრების ტელესკოპით დასათვალიერებლად.
სატურნის 6 თანამგზავრი
Posted by
gamarjoba chemma maswavlebelma momca davaleba da damisva shekitxva tu titani merkurze didia mashin planetis wodeba ratom ar mianiwes