ბაზ ოლდრინი, ხომალდ “აპოლო 11”-ის მთვარის მოდულიდან ეშევბა. მას ნილ არმსტრონგი იღებს, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დაადგა, 19 წუთით ადრე ოლდრინამდე. ეს ფოტო 1969 წლის 20 ივლისს არის გადაღებული. დღეს, 50 წლის მერე, პროექტი apolloinrealtime.org (“აპოლო” რეალურ დროში) საშუალებას გვაძლევს კომპიუტერისა თუ სმარტფონის მფლობელებს იგივე გზა ვირტუალურად გავიაროთ.
ღილაკ “now” (“ახლა”)-ზე დაჭერით, ზუსტად 50 წლით უკან გადახვალთ, დაიწყებთ ვირტუალურ მოგზაურობას, დაინახავთ, როგორ შორდებით დედამიწას, გაიგონებთ ასტრონავტებსა და ფრენის მართვის ცენტრს შორის საუბარს, ნახავთ მთვარიდან გადმოცემულ ფოტოებსა და ვიდეოს, შეიგრძნობთ, რას გრძნობდნენ მისიის მონაწილეები კოსმოსში და დედამიწაზე.
ეს ინტერნეტ გვერდი, ბენ ფაისტმა შექმნა, მან მისია “აპოლო 11”-ის ყოველი წამი გამოიყენა: გაშვებიდან 20 საათით ადრე (1969 წ. 16 ივლისი), 24 ივლისის ჩათვლით, როცა ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ და სამაშველო ჯგუფმა ისინი წყნარ ოკეანეში აიყვანა. ყველა ფოტო, ვიდეო და ხმის ჩანაწერი ქრონოლოგიურად არის დაწყობილი და დროშიც სინქრონიზირებულია. 2000 ფოტო, 11 000 საათი ხმის ჩანაწერი, 240 საათი – საუბარი ასტრონავტებსა და დედამიწას შორის, ინფორმაცია თითოეულ ნიმუშზე, რომელბიც მთვარის ზედაპირზე იქნა შეგროვებული. გვერდის ზედა ნაწილში დროის სკალაა მოცემული, მისი გადაწევით შეგიძლიათ მისიის კონკრეტული მომენტი ნახოთ.
ამ გრანდიოზული პროქტის შექმნისკენ ფაისტს Apollo Lunar Surface Journal (მისია “აპოლოს მთვარის ზედაპირის ჟურნალი”)-მა უბიძგრა, რომელზეც “აპოლოს” 7 პროგრამის შესახებ მედია მასალაა დაგროვებული. 2009 წელს, ფაისტმა ექვსწლიანი პროექტი წამოიწყო, რომელიც apollo17.org-ად გადაიქცა, თუმცა apolloinrealtime.org-სგან განსხვავბეით იქ არ იყო ხმის ჩანაწერები და ინფრომაცია ზედაპირიდან აღებული ქვების შესახებ. apolloinrealtime.org-ის შექმნას 2 წელი დაჭირდა.
ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი შრომა გასწიეს საიტის შემქნელებმა, ამხელა საარქივო მასალის ერთად შეკრებით (ხმის რესტავრაცია-ციფრულ ფორმატში გადაყვანის ჩათვლით). იმედია, შეთქმულებებზე ფიქრის ნაცვლად, თქვენც ამ გრანდიოზული მოვლენის ნაწილად იგრძნობთ თავს (კიდევ “აპოლოს” შესახებ).