მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელსკოპის აგებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ადრეული სამყაროს კვლევითა და უცხო ცივილიზაციებისგან გამოგზავნილი, მათ შორის გალაქტიკის გარედანაც, მოსული სიგნალების ძებნით დაკავდება(The Economic Times).
ტელესკოპი FAST(სფერული აპერტურის რადიოტელესკოპი)-ის დიამეტრი 500 მეტრი იქნება, ანუ 195 მეტრით მეტი ზომის, სამოციანი წლებიდან მოქმედ ანალოგიურ ტელესკოპზე, რომელიც კუნძულ პუერტერიკოზე, ჩამქრალი ვულაკის კრატერშია აშენებული – ობსერვატორია არესიბო(305 მეტრი).
ტელესკოპის პერიმეტრი 1,6 კილომეტრი იქნება, მისგან 5 კილომეტრის რადიუსში არ არის ქალაქის ტიპის დასახლება. მშენებლობა სამხრეთ-დასავლეთით, ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუში მიმდინარეობს, მთებით შემოფარგლული, ბუნებრივი წარმოშობის ღრმულში, რაც FAST-ის სამუშაო პირობებს აუმჯობესებს. 4450 სამკუთხედის ფორმის პანელების მონტაჟი 2015 წლის 23 ივლისს დაიწყო. გეგმის მიხედვით, 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტელესკოპის მშენებლობა 2016 წელს უნდა დამთავრდეს(როგორ მუშაობს ტელესკოპი; მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ; ტელესკოპთა კომპლექსი ALMA).