ამ მომენტისთვის თანამგზავრთა ყველაზე დიდი თანავარსკვლავედი, რომელიც ჩვენი პლანეტის ფოტოებს გადაიღებს, კოსმოდრომ Wallops Flight Facility-ზე მიიტანეს, რათა რამდენიმე კვირაში ორბიტაზე გაიტანონ.
Flock 1 – ასეთია მისიის საერთო სახელი, რომლისთვისაც სანფრანცისკოში არსებულმა კომპანია Planet Lab-მა, 28 პატარა თანამგზავრი დაამზადა. თანამგზავრებს კომპანია Orbital Sciences-ის უპილოტო სატვირთო ხომალდი Cygnus-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიტანს. მოგვიანებით, იანვრის შუა რიცხვებში, სადგურზე მყოფი ასტრონავტები მინითანამგზავრებს ორბიტაზე გაუშვებენ.
მისია Flock 1-ის მიზანი ჩვენი პლანეტის მუდმივი დაკვირვებაა, რისთვისაც ეს თანამგზავრები მაღალი გარჩევადობის ფოტოებს უპრეცედენტო სიხშირით გადაიღებენ, რაც საშუალებას მოგვცემს, მაგალითად, თვალყური ვადევნოთ ბუნებრივ კატაკლიზმებს. უამრავი თანამგზავრითა და გადაღებათა სიხშირით, მთლიან პლანეტას შეგვიძლია დავაკვირდეთ, რაიმე ერთ სამიზნეზე კონცენტრირების გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროექტი შედარებით იაფია.
28-ვე თანამგზავრი ერთმანეთის იდენტურია, ზომებით: 30х10х10 სმ, გადაღბის ხარისხი კი 3-დან 5 მეტრამდე პიქსელზე.
ეს მისია – კომპანია Planet Labs-ისთვის პრველი არ არის. ამა წლის აპრილში კოსმოსში ორი საცდელი CubeSat-ი იქნა გაყვანილი – Dove 1 და Dove 2, ხოლო 21 ნოემბერს 30 თანამგზავრიან კომპანიასთან ერთად კოსმოსში Dove 3 და Dove 4 გაემგზავრნენ.
Planet Labs-ი ამ მისიაზე დიდ იმედებს ამყარებს და თვლის, რომ ბევრ რამეზე შეიცვლება წარმოდგენა, როცა დედამიწაზე დაკვირვებისას მაღალი ხარისხის მონაცემები პატარა სატელიტებიდან დაიწყებენ მოსვლას, არა დიდი და ძვირფასი აპარატებიდან, რომელთა ასაგებად, მაღალ ღირებულებასთან ერთად, წლებია საჭირო.
ავტორტი: თეო ჯაფარიძე.