აპოკალიფსი მზის სისტემაში ტემპერატურის ცვლილებას უკავშირდება. ჩვენი მზე ნელნელა წითელ გიგანტად იქცევა(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მისი ორბიტალური პარამეტრები დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვლება. რადიუსი მინიმუმ 200-ჯერ გაიზრდება, ტემპერატურა კი ახლანდელზე გაცილებით მეტი იქნება. ეს ცვლილებები ოკეანეების აორთქლებასა და ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას გამოიწვევენ.
ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთი გამძლე ბაქტერიები გარკვეული ხნით კიდევ იარსებებენ. ისინი ყველაზე უფრო რეზისტენტული ცოცხალი ორგანიზმები არიან დედამიწაზე. მათ არც ძლიერი სიცხის, არც გვალვის და სიცივის ეშინიათ. ბაქტერიები ყველა დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, მათ შორის კაცობრიობისაც.
როცა კლიმატური ცვლილებები დედამიწის ბიოსფეროსაც შეეხება, პრაქტიკულად ყველა ცოცხალი არსება მოკვდება, ბაქტერიების გარდა, რომლებიც კიდევ დიდ ხანს იცოცხლებენ.
ადამიანებს სხვა პლანეტებზე არსებული წყლის რესურსებით შუძლიათ არსებობის გაგრძელება, რადგან ჩვენი პლანეტა 2,8 მილიარდი წლის მერე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი(თავსებადი) გახდება…