26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში

 მოწყობილობამ, რომელიც ატომურ აფეთქებებზე კონტროლისთვის არის შექმნილი, 2000-2013 წლებში 26 აფეთქება დააფიქსირა, რომლებიც ასტეორიდების ვარდნით იყო გამოწვეული(The Telegraph).

 საერთაშორისო ორგანიზაცია CTBTO ატომური აფეთქებების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს. მის განკარგულებაში გადამწოდთა ქსელია, რომელთაც მაღალი სიმძლავრის აფეთქებისთვის დამახასიათბელი ინფრაბგერის აღმოჩენა შეუძლიათ.

 2000 წლიდან 2013-ის ჩათვლით 1-დან 600 კილოტონამდე სიმძლავრის 26 აფეთქება დაფიქსირდა. შედარებისთვის, ჰიროსიმას გამანადგურებელი ბომბის სიმძლავრე 15 კილოტონას უტოლდებოდა(რა დაეცათ რუსებს თავზე?). თუმცა საერთაშორისო მოლაპარაკების დარღვევაზე აქ ლაპარაკიც კი არ არის – დარტყმები „კოსმოსურმა ბომბარდირებამ“ გამოიწვია.

 ამ ასტეროდთა უმრავლესობა ატმოსფეროს ზედა ფენებში აფეთქდა, რის გამოც ზედაპირზე არსებული ობიექტებისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ და ვერ მიაყენებდნენ ზუსტად აფეთების ქვემოთ რომ რაიმე ყოფილიყო. თუმცა სტატისტიკა, წარმოდგენილი ამ ვიდეორგოლში, ქალაქის განადგურების უნარის მქონე ასტეროიდთან შეჯახების ალბათობის შეფასების საშუალებას იძლევა(კოსმოსური ქუხილი; ასტეროიდები; ასტეროიდი აპოფიზი; საშიშროება პატარა ასტეროიდების მხრიდან):

httpv://www.youtube.com/watch?v=SXOi-CG3E8I

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.