სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა

 მეცნიერთა განცხადებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სიცოცხლე დედამიწის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, სრულიად შესაძლებელია მზის სისტემის გარეთაც.

საუკეთესო დედამიწა…

 18 აპრილს ნასას სწავლულებმა ტელესკოპ “კეპლერი”-ს საშუალებით 3 დედამიწის მსგავსი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანი, როგორც ისინი ამბობენ, ყველაზე მეტად გავს ჩვენს დედამიწას, სახელად Kepler-62f.

ბნელი მატერია დღის სინათლეზე გამოდის

 მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ბნელი მატერიის კრიოგენული ძებნის(Cryogenic Dark Matter Search) ექსპერიმენტს მინესოტას ღრმა მაღაროში, დეტექტორ CDMS-II-ზე ატარებს, კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ვიმპების(სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები) დიაპაზონის შესაბამისი სამი მოვლენა დააფიქსირეს. ვიმპები კი ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკების ძირითად კანდიდატებად ითვლებიან(Phys.Org).