შემეცნებითი ჟურნალის Nature-ს ახალ ნომერში, მეცნიერები ჩვენს სამყაროში რთული ორგანული ნაერთების აღმოჩენის შესახებ აკეთებენ განცხადებას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ რთულ ორგანიკას არა მარტო ცოცხალი არსებები, არამედ ვარსკვლავებიც ქმნიან.
პროფესორი Sun Kwok და დოქტორი Yong Zhang ჰონკონგის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ ურგანული სუბსტანცია, რომელიც კოსმოსშია, სხვა და სხვა გვარი რთული კომპონენტებისგანაა შემდგარი: რგოლისმაგვარი არომატული და ჯაწვური ალიფატური შენაერთები. ეს კომპონენეტები იმდენად რთულია, რომ მათი სტრუქტურა ქვანახშირის ან ნავთობისას შეიძლება შევადაროთ.
ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ასეთი რთული ნაერთები მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ წარმოქმნან. თუმცა, მეცნიერთა აზრით, კოსმოსში ეს ნივთიერებები სინთეზის(შერწყმა) შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყვნენ და არა მაინც და მაინც ცოცხალი არსებებისგან.
მეცნიერებმა უცნაური ფენომენი უჩვეულო ინფრაწითელი გამოსხივების დაფიქსირებით აღმოაჩინეს. გამოსხივების ასეთმა სპექტრულმა კვალმა მიიღი სახელი “ამოუცნობი ინფრაწითელი გამოსხივების ნიშნები”(Unidentified Infrared Emission features).
საზოგადოდ მიღებული თეორიის მიხედვით ითვლებოდა, რომ ამ ნიშნების წყარო ნახშირბადისა და წყალბადის მარტივი ორგანული მოლეკულებია. მათ მიიღეს სახელწოდება “ნახშირწყალბადის პოლიციკლური არომატული მოლეკულები”( polycyclic aromatic hydrocarbon (PAH) molecules).
ჰონკონგელი მეცნიერები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ხსენებული ინფრაწითელი გამოსხივების მაგენერირებელი სუბსტანციები, უფრო რთულია, ანუ აქვთ უფრო რთული სტრუქტურა.
ვარსკვლავური მტვრის ანალიზით, რომელიც აფეთქებული ვარსკვლავებისგან ფორმირდება, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რთული ორგანიკის წარმოქმანა აქ ძალიან სწრაფად ხდება – ფაქტიურად რამდენიმე კვირში.
ვარსკვლავები არა მარტო აწარმოებენ ამ რთულ კომპონენეტებს, არამედ აფრქვევენ მათ მთელს კოსმოსში(კოსმოსში ნაპოვნი ყველაზე რთული ორგანიკა).