18 აპრილს ნასას სწავლულებმა ტელესკოპ “კეპლერი”-ს საშუალებით 3 დედამიწის მსგავსი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანი, როგორც ისინი ამბობენ, ყველაზე მეტად გავს ჩვენს დედამიწას, სახელად Kepler-62f. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს კლდოვანი პლანეტა 1.4-ჯერ დიდია ჩვენსაზე და უფრო პატარა და 20-ჯერ უფრო კაშკაშა ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, ვიდრე ჩვენია. ხოლო მისი მეზობელი – Kepler-62e დედამიწაზე 1,6-ჯერ დიდია.
დღეს დღეობით, ეს ორი პლანეტა ყველაზე პატარაა და ყველაზე პრიორიტეტული სიცოცხლის არსებობის თვალსაზრისით, რაც კი მეცნიერებს აღმოუჩენიათ და სადაც დიდი შანსებია თხევადი წყლის არსებობისა. მესამე, სიცოცხლის არსებობის პოტენციური კანდიდატი არის Kepler-69c, 1,7 ჯერ დიდი დედამიწაზე, იგი ზუსტად ისე ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო, როგორც ჩვენი. ესენი არიან ყველაზე პატარა დედამიწისმაგვარები, რაც კი ოდესმე მეცნიერებს აღმოუჩენიათ.
კეპლერ 62-ის სისტემაში 5 ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, დედამიწიდან 1200 სინათლის წლის მანძილზე, საიდანაც ხსენებულ Kepler-62e და Kepler-62 f-ს ყველაზე მეტი საერთო აქვთ ჩვენს დედამიწასთან. დანარჩენი სამი, მეცნიერების ვარაუდით, ძალიან ცხელები უნდა იყვნენ. ხოლო რაც შეეხება ამ ორ სუპერ დედამიწას, ისინი თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 122 და 267 დღეს ანდომებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავინ იცის ზუსტად როგორ გამოიყურებიან ეს პლანეტები, აგებული მოდელების მიხედვით იქ აუარებელი რაოდენობის წყალი და ოკეანეებია.
შესაძლებელია იყოს სიცოცხლეც, მაგრამ იქნება ის ტექნოლოგიურად განვითარებული, როგორც ჩვენი? იქ სრულიად სხვა სახის სიცოცხლე მოისაზრება, სიცოცხლე წყლის ქვეშ, ყოველგვარი ლითონების, მეტალურგიისა და ცეცხლის გარეშე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა kepler 62e უფრო თბილი იყოს ვიდრე kepler 62f, რომელზეც შესაძლო სათბურის მსგავსი ეფექტი პლანეტაზე არსებულ წყალს გაყინვისგან იცავს. kepler 62e სავარაუდოდ უფრო ღრუბლიანი, თბილი და ნოტიო პოლარულ რეგიონებში უნდა იყოს.
მეცნიერთა ვარაუდით, დიდი შანსია იქ წყლის სამყარო და სხვა ახალი სიცოცხლის საწყისი აღმოჩნდეს. კომპიუტერული მოდელირების მიხედვით იქ არსებულ წყლებში შესაძლებელია წყლის სხვადასხვა ბინადარნი სახლობდნენ.
მოდი გადავავლოთ თვალი ჩვენს ოკეანეებს, რომლებიც სიცოცხლითაა სავსე, მგავსი სიცოცხლე კი შესაძლებელია იქ ახლა დაიწყო. რამდენად სიმართლე და ვარაუდია ეს, ამას ნასას ერთ-ერთი მკვლევარი ბილ ბორუცკი განგვიმარტავს, რომელმაც ეს ორი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, დედამიწიდან 1200 სინათლის წლი მანძილზე. იგი მიიჩნევს, რომ მართალია ისინი სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში იმყოფებიან და ყველა პირობას აკმაყოფილებენ, ჯერ ძალიან ადრეა იმის მტკიცება ნამდვილად არის თუ არა იქ სიცოცხლის რაიმე ნიშანი. თუმცა ამ ყველაფრის უარყოფაც ძნელია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დედამიწაზე დიდები არიან შესაძლებელია იქ ფრთოსანი არსებები ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა რა რაოდენობის წყალიც არ უნდა იყოს. ჩვენც ხომ გვყავს მფრინავი თევზი, რომელიც მტაცებლებისგან ფრენა ფრენით აღწევს თავს. ხოდა სულაც არაა გამორიცხული იქაც იყოს მსგავსი ქმნილებები. ამ წყლით დაფარულ ეკზოპლანეტებზე განვითარებული სიცოცხლის მოსაზრება, როგორიც ჩვენ გვაქს შეიძლება აბსურდი იყოს, თუ იქ არ იქნება თუნდაც პატარა მიწა, სადაც ადამიანის მსგავსი ქმნილება გაიხარებს და განვითარებას შეძლებს.
სხვა კანდიდატიც აღმოუჩენიათ კეპლერ 69 სისტემაში,რომელიც კიდევ უფრო მეტად მიიჩნევა სიცოცხლისათვის ვარგისიანად,სადაც შეიძლება ჩვენნაირი ორფეხა მოაზროვნეები ბინადრობენ.
ტექნოლოგიები და მეცნიერება საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც გვაძლევს შანსს, რომ კიდევ ბევრი დედამიწისმაგვარი ეკზოპლანეტები აღმოვაჩინოთ და უფრო ახლოდან შევისწავლოთ ისინი, იმედს გვაძლევენ მეცნიერები.
ავტორი: თეო ჯაფარიძე.
საუკეთესო დედამიწა…
Posted by