ამ ელვარე, ლამაზ სპირალურ გალაქტიკას – M64-ს, ზოგჯერ, ჩალურჯებულ თვალს ან მძინარე მზეთუნახავს უწოდებენ, რადგან ტელესკოპში ის მძიმე ქუთუთოებიან თვალს ჰგავს. თუმცა, ამ ფერადი გამოსახულების თვალიერებისას, რომელიც ვიწრო და ფართო ზოლიანი ფილტრებით გადაღებული ფოტოებისგან არის შედგენილი, კიდევ ერთი შესაფერისი სახელი შეიძლება მოვიგონოთ – გალაქტიკა წითელი თვალი. M64 დედამიწიდან 17 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. უზარმაზარ მტვროვან ღრუბლებში, რომლებიც ცენტრიდან ამომავალ სინათლეს შთანთქავს, წყალბადის წითელი ნათება დაიმზირება, დაკავშირებული ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებთან. ეს ღრუბლები, გალაქტიკის ერთად-ერთი უცნაურობა არ არის. დაკვირვებებით დადგინდა, რომ M64 ორი კონცენტრული, საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრავი ვარსკვლავური სისტემებისგან არის შედგენილი. ერთი შიგა რეგიონი 3000 სინათლის წლის ზომის სივრცეს იკავებს, მეორე 40 000 სინათლის წლის ზომაზეა გადაჭიმული და საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს. მტვრის „თვალი“ და უცნაური ბრუნვა, ალბათ, ერთი მილიარდი წლის წინათ ორი გალაქტიკის ერთ M64-ად გაერთიანების შედეგია.
ჩალურჯებული თვალი
Posted by