მტვრის კოსმოსური ღრუბლები ირმის ნახტომის მეზობელი ჯუჯა გალაქტიკის პორტრეტს ფარავენ. მაგელანის დიდი ნისლეულის ეს შთამბეჭდავი შედგენილი გამოსახულება, მიღებული ორბიტალური „ჰერშელისა“ და „სპიცერის“ მიერ, გვიჩვენებს, როგორ არის შევსებული ჩვენი ჯუჯა მეზობელი მტვროვანი ღრუბლებით, რაც ირმის ნახტომის სიბრტყეში არსებულ მტვრის გროვებს ჰგავს. მტვრის ტემპერატურა ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების აქტიურობაზეა დამოკიდებული. მონაცემები „სპიცერიდან“, გამოსახული ცისფერი ელფერით, თბილ მტვერს გვიჩვენებენ, რომელსაც ახალგაზრდა ვარსკვლავები აცხელებენ. გამოსახულება, მიღებული „ჰერშელის“ მოწყობილობით, წითელი და მწვანე ფერებით არის წარმოდგენილი, დაბალი ან შუალედური ტემპერატურის მტვრის გამოსხივებაა, სადაც ვარსკვლავთფორმირება ახლა იწყება ან შეწყდა. მაგელანის დიდი ნისლეულის ინფრაწითელი სურათი ოპტიკურისგან განსხვავდება. თუმცა, ამ გალაქტიკაში მდებარე კარგად ცნობილი ტარანტულის ნისლეული მაინც გამოირჩევა დანარჩენი ფონისგან, ის გამოსახულების მარცხენა მხარეს ელვარებს. ჯუჯა მეზობელი ჩვენგან სულ რაღაც 160 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული, ხოლო მისი ზომა 30 ათსი სინათლის წელია(ადგილობრივი ჯგუფის ზოგიერთი გალაქტიკა).
მაგელანის დიდი ნისლეულის ინფრაწითელი პორტრეტი
Posted by