ასტეროიდები, კომეტებისაგან განსხვავებით, ”უკუდო” ციური სხეულებია, თუმცა არსებობს გამონაკლისთა ათეულიც. ერთ-ერთ ასეთ ასტეროიდზე, კანარის დიდი ტელესკოპიდან დაკვირვებისას, ესპანელმა ასტრონომებმა დროის ის მომენტი დაადგინეს, როდესაც კოსმოსურმა მოგზაურმა გაზ-მტვროვანი კუდი ”გაიკეთა”.
ასტრონომებმა ათი ასტეროიდი იციან, რომელთაც გაზ-მტვროვანი კუდი გააჩნია. მათ მთავარი ასტეროიდული სარტყლის კომეტებს უწოდებენ, რადგან მათი ორბიტები იქ გადის, კუდი კი კომეტებთან აახლოებთ. მათი კუდების დანახვა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეა შესაძლებელი – რამდენიმე თვე, როგორც 2006 VW139 და P/2010 R2 (La Sagra)-ის შემთხვევაში იყო. ზოგჯერ კი მათი კუდი თვალის დახამხამებაში (ასტრონომული მასშტაბებით) ქრება – მაგალითად, 596 Scheila-ს კუდი სამ-ოთხ კვირაში გაქრა.
ერთ-ერთი ასეთი ასტეროიდი-კომეტა – P/2012 F5 (Gibbs), 2012 წლის მარტში აღმოაჩინეს, ხოლო ახლახანს, ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა დაადგინა მომენტი, როცა მას კუდი გაუჩნდა. კანარის დიდი ტელესკოპიდან მტვრის თხელი სტრუქტურა დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე P/2012 F5 (Gibbs)-ის 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობასთან არის სინქრონიზებული (პლიუს-მინუს 20 დღე). ალბათ, ამ დღეს მომხდარმა მცირე ხანგრძლივობის მოვლენამ, ასტეროიდის ნაწილობრივი დაშლა და ნახევარი მილიონი ტონა მტვრის გამოფრქვევა გამოიწვია. ის, ან სხვა ასტეროიდს შეეჯახა, ან ბრუნვის სიჩქარის მომატების გამო დაიშალა (გარადის საპირისპირო კუდები; კომეტა გარადის კუდები).
კატალოგიზებულ კომეტათა 85% ძალიან წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობს, ცალკეულ შემთხვევაში, ჰიპერბოლაზე ან პარაბოლაზე, თან ეს ორბიტა ეკლიპტიკის (ობიექტისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) მიმართ ნებისმიერი კუთხით შეიძლება იყოს დახრილი. ელიფსური კომეტების პერიოდები 200 წელიწადს აჭარბებს (ზოგჯერ ათეულ და ასეულ ათას წელს), მათ გრძელპერიოდულებს უწოდებენ. ღია ტრაექტროიის კომეტებს პერიოდები არ გააჩნია (ვარსკვლავთშორისი კომეტა 2I ბორისოვი).
კომეტურ პოპულაციაში უმცირესობაც არის, ძირითადათ, იუპიტერთან დაკავშირებული კომეტები, მათი პერიოდები 20 წელს არ აჭარბებს. იუპიტერის ოჯახის კომეტათა რიცხვი ასზე მეტია, ისინი ეკლიპტიკიდან საშუალოდ 11 გრადუსით გადაიხრება (მაქსიმუმში 32 გრადუსით). ერთ-რთი მათგანი, კომეტა შუმეიკერ-ლევი-9, 40 წლის წინათ, იუპიტერის გრავიტაციით იქნა გამოჭერილი. მოგვინებით, მოქცევის ძალამ მისი ბირთვი ორ ნაწილად გახლიჩა, ხოლო 1994 წლის ივლისში კი გაზის გიგანტმა მისი ნაწილები შთანთქა (პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).
კატალოგში ასევე შეტანილი არის კომეტები, რომლებიც მზიდან 30–35 ასტრონომული ერთეულის (1ა.ე.= 15 000 000 კმ.) მანძილზე, პლუტონის ორბიტასა და კოიპერის სარტყელის საზღვრებამდე მიდიან. ჰალეის კომეტაც სწორედ ასე იქცევა, რის გამოც ამ კომეტებს ჰალეისებს (მეტეორიტული ნაკადი ორიონიდები) უწოდებენ (ოფიციალურად, ნეპტუნის ოჯახი). ჰალეის კომეტების ორბიტები ეკლიპტიკის მიმართ სხვებისაზე მეტი კუთხეებით არის დახრილი, ეს მონაცემი 70 გრადუსამდეც კი აღწევს (კომეტებზე მონადირენი).