ზეახალ W49B-ს ნარჩენი დედამიწას 26 000 სინალის წლითაა დაშორებული. მისი დიამეტრი დაახლოებით 60 სინათლის წელია. W49B სხვებისგან, რომლებიც ძირითადად სფეროს ფორმისანი არიან, კასრისმაგვარი ფორმით გამოირჩევა. მეცნიერთა თქმით, ასეთი არადამახასიათებელი ფორმა იმითაა გამოწვეული, რომ ზეახლად აფეთქების დროს მბრუნავი ზეახლის მატერიის ნაკადები მაღალი სიჩქარით პოლუსების მხრიდან ტრიალებდნენ, ხოლო ეკვატორის მხრიდან დაბალი სიჩქარით.
ასტრონომებმა W49B რენტგენის დიაპაზონში ”ჩანდრათი” გამოიკვლიეს, რადიოდიაპაზონში VLA(ანტენების ძალიან დიდი მასივი)-თი, ხოლო ინფრაწითელში პალომარის ობსევატორიით.
ასტროფიზიკოსებმა ნარჩნის მახლობლად ნეიტრონული ვარსკვლავის აღმოჩენა ვერ შეძლეს, რომელიც ჩვეულებრივ ზეახლის აფეთქების ადგილზე ჩნდება ხოლმე. ეს, ავტორთა აზრით, იმას ნიშნავს, რომ ნეიტრონულის მაგივრად კიდევ უფრო ეკზოტიკური ობიექტი – შავი ხვრელი წარმოიქმნა. W49B-ს ასაკი დაახლოებით ათსი წელი უნდა იყოს. ამიტომ, თუ კვლევის ავტორთა დასკვნები მართალია, მაშინ W49B ყველზე ახალგაზრდა შავი ხვრელის ბინა შეიძლება იყოს(შავი ხვრელი; შავი ხვრელი გასაგებ ენაზე).