მასიური ვარსკვლავები დიდი რაოდენობით არ გამოირჩევიან, თუმცა სამყაროს შემადგენელი მატერიის წრებრუნვაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ისინი თერმობირთვულ საწვავს გაცილებით მალე წვავენ, ვიდრე ისეთი ვარსკვლავები, როგორიც მზეა, ცოცხლობენ მილიონობით წლები, ზეახლებად ინთებიან და თავიანთი ნივთიერებების დიდ ნაწილს შემომფარგლავ სივრცეში ფანტავენ.
ასეთი მოკლე სიცოცხლის მანძილზე ისინი თავიანთი მასის მნიშვნელოვან ნაწილს გაზების ინტენსიური ნაკადების სახით კარგავენ, რომლებსაც მათ ზედაპირებს თავიანთივე სინათლე აცლის.
ვარსკვლავური ქარები, რომელბიც მზისაზე მილიონობითჯერ ძლიერია, მასიური ვარსკვლავების გარემო სივრცეზე ზემოქმედებენ. ისინი მეზობელ გაზურ-მტვროვან ღრუბლებს კოლაფსისკენ(შეკუმშვა) უბიძგებენ, რაც ვარსკვლავების ფორმირებით მთავრდება(მეცნიერებმა მზის სისტემის ზეახალი ”დაკარგეს”; მზის სისტემის მშობლები…), ან პირიქით, ამ ღრუბლებს იქამდე ფანტავენ, სანამ მათში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები დაიწყება.
ამ ქარების უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, მათი სტრუქტურა ცუდათაა შესწავლილი. არიან ისინი ერთგვაროვანი და მედეგი, თუ არიან დანაწევრებული და მძაფრ ქარებს ჰგვანან? ასტრონომებმა ასეთი ქარის დეტალურად შესწავლა ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელებული დაკვირვებით მოახერხეს. ”XMM-ნიუტონი” ერთ-ერთი ახლოს მდებარე მასიური ვარსკვლავის zeta Puppis(Puppis ქართულად რა არის ვერ გავარკვიე)-ის რენტგენის გამოსხივების ცვილებებს აკვირდებოდა.
რენტგენის სხივები ვარსკვლავურ ქარში ნელი და სწრაფი ნაწილაკების გროვათა შეჯახებებით ჩნდებიან, რომლებიც ამ გროვებს მილიონ გრადუსამდე აცხელებენ. ქარის ფრაგმენტების გაცხელება-გაცივებას რენტგენის სხივების ინტენსივობისა და ენერგიის ცვლილება ახლავს თან.
თუ მსხვილი ფრაგმენტების მცირე რაოდენობაა, მაშინ მათი ჯამური გამოსხივების ცვალებადობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თუ ფრაგმენტების რიცხვი იზრდება, ცალკეული ფრაგმენტების გამოსხივებათა ცვლილებები უმნიშვნელოა და საერთო ცვალებადობა მცირდება.
zeta Puppis-ის რენტგენის გამოსხივება საათობით რჩება სტაბილური, რაც ფრაგმენტების დიდ რაოდენობზე მეტყველებს. დაიმზირება რამდენიმე დღიანი ცვლილებებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავური ქარის მრავალრიცხოვანი პატარა ფრაგმენტები გიგანტურ სტრუქტურებს ქმნიან, შესაძლებელია, ვარსკვლავთან ერათად მბრუნავი, სპირალური ფორმით.
შეზღუდვები მზის ქარის(მზიური ტურბულენცია) ფრაგმენტების რაოდენობაზე, დაკვირვებებით მიღებული შედეგებით, თეორიულად ნვარაუდევზე ძალიან შორს აღმოჩნდნენ. ამ დაკვირვებების ანალიზის დასასრულებლად მეცნიერებს არსებულ თეორიულ მოდელში მნიშვნელოვანი კორექტირებების შეტანა მოუწევთ.