პლანეტების ფორმირების კომპიუტერული მოდელირების მიხედვით ურანმა არა ერთი მანოკაუტირებელი დარტყმა მიიღო, არამედ რამდენიმე. ეს კვლევა მნიშვნელოვან როლს თამშობს პლანეტა გიგანტების ჩამოყალიბების თეორიის სრულყოფის საქმეში.
ურანი იმითაა არაჩვეულებრივი, რომ მისი ღერძი ეკლიპტიკის(პლანეტისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) მიმართ 98 გრადუსითაა გადახრილი. შედარებისთვის იუპიტერის ღერძი 3 გრადუსითაა გადახრილი, დედამიწა 23, სატურნი და ნეპტუნი 29. ურანი ფაქტიურად ცალ გვერდზე ბრუნავს.
საზოგადოდ მიღებულ თეორიად ითვლება ის, რომ ურანს დედამიწაზე რამდენიმეჯერ მძიმე ობიექტი შეეჯახა. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი შეუსაბამობა: ამ შეჯახებას ურანის თანამგზავრების ორბიტები უნდა შეეცვალა, ისინი კი პლანეტის გარშემო თითქმის იგივე კუთხით დახრილ ორბიტებზე მოძრაობენ.
ეს დიდი ხნის საიდუმლო მეცნიერთა ჯგუფმა ამოხსნა ალესანდრო მორბიდელის ხელმძღვანელობით(ლაჟვარდოვანი სანაპიროს ობსერვტორია, ნიცა, საფრანგეთი).
მორბიდელიმ და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს მოდელირების სხვა და სხვა ვარიანტი, რათა ამოერჩიათ ურანის დღევანდელი მდგომარეობისთვის მათ შორის ყველაზე უფრო შესაფერისი. აღმოჩნდა, რომ თუ ურანი ასეთი გადახრილი ერთი დიდი ზემოქმედებით არ გამხდარა, როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ მინიმუმ ორი შეჯახება გადაიტანა, მაშინ უფრო მეტია იმის შანსი ვიხილოთ მისი თანამგზავრები ისეთ ორბიტებზე, როგორიც დღეს ააქვთ.
ეს კვლევა პლანეტების ჩმოყალიბების არსებულ თეორიებთან წინააღმდეგობაში მოდის. მორბიდელი აღნიშნავს:”ახალი ფაქტების გათვალისწინებით, პლანეტების ფორმირების თეორია მთლიანად უნდა გადამოწმდეს”.