რატომ ვუშვებთ კოსმოსში ისევ ცხოველებს?

 სანამ იმ მაკაკაზე მოგიყვებით, რომელიც სულ ახლახანს, ირანელმა მეცნიერება კოსმოში გაისტუმრეს, ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ ის გმირი ცხოველები, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანის კოსმოსურ სურვილებს ასრულებდნენ.

 1957 წელის 4 ოქტომბერი, პირველი ძაღლი, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში გაუშვეს იყო ლაიკა, გმირი ცხოველი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მის დაბრუნებას მეცნიერები არც გეგმავდნენ, ლაიკა გაშვებიდან 5-6 საათში დაიღუპა, იმაზე ადრე,  ვიდრე ამას საბჭოთა მეცნიერები ვარაუდობდნენ. შემდეგ მას ბელკა და სტრელკა მიჰყვნენ, მეორე კოსმონავტი ცხოველები კოსმოსურ სივრცეში, ეს 1960 წლის 19 აგვისტოს მოხდა. ისინი სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი, 25 საათი იფრინეს და დედამიწის ირგვლივ 17 ბრუნი გააკეთეს. ბელკა და სტრელკა, ლაიკასაგან განსხვავებით, საკმაოდ იღბლიანები აღმოჩდნენ, მათ წარმატებით იფრინეს და დედამიწას მშვიდობიანად დაუბრუნდნენ.

 ძაღლების გარდა კოსმოსს  სხვადასხვა სახეობის მაიმუნებიც ეწვივნენ. ეს მისიები ამერიკამ, ჩინეთმა, საბჭოთა კავშირმა, იაპონიამ და ირანმა განახორციელეს. სატესტო მისიებში მაიმუნებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ: თაგვები, მამალი, ცხვარი, იხვი, კურდღელი, ზაზუნა, ზღვის გოჭი, კატა და ბაყაყი(ლიქენები).

პირველი ასტრონავტი მაიმუნი იყო ალბერტი, რომელიც 1948 წლის 11 ივნისს გაუშვეს, მაგრამ იგი ფრენის დროს გაიგუდა, მას ალბერტ II მოყვა, თუმცა მანაც სავალალოდ დაასრულა სიცოცხლე. პირველი მაიმუნები, რომლებიც წარმატებით დაუბრუნდნენ დედამიწას იყვნენ რეზუსის მაიმუნები, მაკაკას გვარიდან. რაც შეეხება მაიმუნს, რომელიც 2013 წლის 28 იანვარს ირანელებმა გაუშვეს, ასევე მაკაკების გვარის წარმომადგენელია, იგი ზემოთ ხსენებული გმირი ცხოველების სიაში შევიდა.

 დღეს, როცა კაცობრიობის სიტორიაში მეცნიერებმა უკვე ამხელა შედეგებს მიაღწიეს და როცა უკვე თავად ადამიანები მიფრინავენ კოსმოში, საინტერესოა, რატომ აკეთებენ ცდებს ისევ ცხოველებზე?

 ირანის შემთხვევაში ეს იყო შოუ, ვიდრე რაიმე სამეცნიერო მისია, განაცხადა კენეტ ჰალბერგმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან, რომელიც  წყლის ბინადართა სახეობებს სწავლობს. მისი აზრით კოსმოსში მაიმუნის გაშვება მეცნიერებს არაფერს ახალს არ მოუტანს.

 მეცნიერები ცხოველების გაშვებას კოსმოსში იმით ამართლებდნენ, რომ თუ ისინი ფრენის დროს ასეთ გადატვირთვებს გაუძლებდნენ, მაშინ ადამიანებიც შეძლებენ იგივეს გაკეთებას. მას შემდეგ რაც კოსმოსში 500-ზე  მეტმა ადამიანმა იმოგზაურა და მომავალში კოსმოსური ტურიზმი უკვე ძირითადი კომპონენტი გახდება, აქედან გამომდინარე ცხოველების გაშვება უკვე მთავარ სამიზნეს აღარ წარმოადგენს, განაცხადა ჰალბერგმა. ისინი შეიძლება პლანეტარული მოგზაურობების დროს დაგვჭირდეს, როცა ადამიანები მარსზე დ სხვა პლანეტებზე გადასვლას შეძლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება, ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეგუებულია დედამიწისეულ პირობებს და გვრავიტაციას, რა მოხდება მაშინ თუ ჩვენ მათ სხვა პლანეტაზე გადავიყვანთ, შეძლებენ კი ისინი იგივენაირად გააგრძელონ არსებობა, როგორც დედამიწაზე?(ძნელია ასტრონავტობა?).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

2 comments

  1. საინტერესოა,რა მოუვიდათ ბელკსა და სტრელკას დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ.ისევ ჩვეულებრივად ძაღლური ცხოვრება გააგრძელეს თუ რამე შეეცვალათ ქცევაში?

  2. ფრენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სტრელკამ ექვსი ჯანმრთელი ლეკვი დაყარა. ბელკა და სტრელკა ცხოვრობდნენ საავიაციო და კოსმოსური მედიცინის სახელმწიფო კვლევისა და ტესტირების ინსტიტუტში, სიბერემდე იცოცხლეს. ამჟამად მათი ფიტულები მოსკოვის კოსმონავტიკის მემორიალურ მუზეუმშია წარმოდგენილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.