გერმანელმა კოლექციონერმა მერკურიდან დედამიწაზე მოხვედრილი რამდენიმე მეტეორიტი იყიდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ მეცნიერმა და კოლექციონერმა ბერლინიდან Stefan Ralew-მა მაროკოელი მოვაჭრესაგან 35 მომწვანო ფერის მეტეორიტული ფრაგმენტები იყიდა. ვაჭარი ნაპოვნ ქვებს საკმაოდ მაღალ ფასად ჰყიდდა, თუმცა ამ ნამსხვრევების უცნაურად მომწვანო ფერმა, მარსული მეტეორიტების, როგორც ვაჭარი ამტკიცებდა, მეცნიერი მათ მაღალ ფასეულობაში დაარწმუნა.
კოლექციონერს არც უფიქრია, რომ მის მიერ ნაყიდი მეტეორიტები მარსული წარმომავლობის შეიძლება ყიფილიყვნენ, რადგან მათ უცნაური მომწვანო ფერი და გაპრიალებული ზედაპირები ჰქონდათ. ამ მეტეორიტების ხანგრძლივი კვლევისა და ანალიზის მერე, მათ შორის სპექტრულ-ქიმიური ანალიზით, მეცნიერმა დაასკვნა, რომ ეს ფრაგმეტები წარმომავლობით მერკურიდან არიან. ისინი ძირითადათ სილიკატური მინერალებისგან შედგებიან, ქრომის მინარევებით. ეს აქამდე უცნობი ახონდრიტების(1) ტიპია.
ისტორიულად მაროკოში ნაპოვნ ყველა მომწვანო მეტეორიტს მარსულად თვლიდნენ, ამჯერად კი მეცნიერს ინტუიციამ და მახვილმა თვალმა უკარნახა, რომ ეს მეტეორიტები მარსული წარმომავლობის(მარსელი „შავი ლამაზმანი“) არაა. ნანახი მეტეორტიების მასები 100-დან 375 გრამის ფარგლებში მერყეობს(კიდევ მეტეორიტებზე).