პროტონის ზომის დასადგენად მეცნიერებმა ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდი გამოიყენეს. თავიდან წყალბადი-1-ის ატომი(რომელიც მხოლოდ ერთი პროტონისა და ელექტრონისგან შედგება) მიუონების ნაკადით დაასხივეს. სტანდარტული მოდელის მიხედვით, მიუონები ნეიტრინოებთან ერთად ელექტრონის ყველაზე უფრო ახლო „ნათესავები“ არიან(ატომი).
დასხივების შედეგად ზოგიერთ ატომში მიუონმა ელექტრონი ჩაანაცვლა და მიუონური წყალბადი წარმოქმნა. ასეთი წყალბადის გამოსხივების სპექტრი მკვლევარებს პროტონის რადიუსის დადგენის საშუალებას აძლევს.
ნაწილაკის ზომა სხვა მეთოდებით დადგენილზე 4 პროცენტით ნაკლები აღმოჩნდა. მან 0,84 ფემტომეტრი შეადგინა, მილიმეტრის მეტრილიონედი(10-15 მეტრი). ახალი გაზომვების მონაცემები, იგივე მეთოდით ადრე ჩატარებულ შედეგებს დაემთხვა, თუმცა ვერანაირად სხვა მეთოდით მიღებულ შედეგებს.
მეცნიერთა თქმით, თეორიულად ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ მიუონი პროტონთან ისე არ ურთიერთქმედებს, როგორც თანამედროვე ფიზიკა თვლის. ჟურნალ Nature-ს მიერ გამოკითხული მეცნიერები ამას ნაკლებად შესაძლებლად თვლიან, თუმცა ჯერჯერობით არც სხვა ახსნა გააჩნიათ.
თანამედროვე წარმოდგენები ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებების შესახებ ე.წ. სტანდარტულ მოდელს ეფუძნება. ბოლო ნაწილაკი, რომელიც ამ მოდელმა იწინასწარმეტყველა, ჰიგსის ბოზონია. ნაწილაკი, რომელიც ჰიგსი შეიძლება იყოს, დიდი ადრონული კოლაიდერის თანამშრომლებმა 2012 წელს აღმოაჩინეს.