ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა, თანამგზავრები – Cluster, როგორც მიკროსკოპი გამოიყენეს და მზის ქარში პატარა ტურბულენტური ხვეულები აღმოაჩინეს(ESA).
ნივთიერების საკმარისად მაღალი სიჩქარით დინებისას, მასში თვითნებურად ხაზოვანი და არახაზოვანი ტალღები ჩნდება – ტურბულენტურობით „დუღს“. ეს ჰაერსა და წყალში ხდება, ხელოვნურ თუ კოსმოსურ პლაზმაში, მათ შორის მზის ქარის დამუხტული ნაწილაკების ნაკადშიც.
ტურბულენტობა, მზის ქარის ტემპერატურის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს შეიძლება თამაშობდეს: მართლაც, მზიდან დაშორებასთან ერთად, ის უფრო ნელა ცივდება, ვიდრე წყნარ ნაკადში, ტურბულნტურობის გარეშე.
მზის ქარის ტურბულენტური ხვეულების დეტალური კვლევა Cluster-ის 4 თანამგზავრიდან ორმა ჩაატარა. ქარის მიმართულებით გამწკრივებული თანამგზავრები ერთმანეთისგან 20 კილომეტრით არის დაშორებული და მზის ნაკადს 450 წამიანი სიხშირით ზომავს. მიღებული მონაცემებისა და თეორიული წინასწარმეტყველებების შედარებით, მეცნიერებმა ტურბულენტური ხვეულების ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცეს, მათ სწორედ 20 კილომეტრიანი ზომები აქვს.
ასეთ ხვეულებს Cluster-ი გაცილებით დიდ მასშტაბებში, 100 კილომეტრამდე, დედამიწის მაგნიტოსფეროს საზღვართანაც ამჩნევდა ხოლმე, სადაც მას მზის ქარი ეჯახება. აქ, ტურბულენტურობა დედამიწის მაგნიტური ველის ძალწირების გადაერთებებთანაა კომბინირებული – პროცესებთან, რომლებსაც ენერგიის გამოყოფა სდევს თან.
ამასთან დაკავშირებით, მეცნიერებს აინტერესებთ, ხომ არ ხდება გადაერთებები მზის ქარის უფრო პატარა ხვეულებშიც. ასეთი პროცესი დამატებითი ენერგიის მოდინებას უზრუნველყოფდა, მზის ქარის პლაზმის „დაუგეგმავი“ გაცხელებით – თუმცა ასეთ მოვლენაზე დაკვირვებები ჯერ ახლა იწყება.
მზის ქარი და ძალწირების გადაერთება დედამიწის მაგნიტოსფეროში.